მთავარი / სიახლეები / “იუვე” ზაფხულში სამი იტალიელის შეძენას გეგმავს

“იუვე” ზაფხულში სამი იტალიელის შეძენას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ ყოველთვის გამორჩეული იყო იმით, რომ გუნდის ძირითად ბირთვს იტალიელები შეადგენდნენ. თუმცა, ბოლო ხანს ამ კუთხით ვითარება შეიცვალა.

ახლა კი, როცა ჯანლუიჯი ბუფონი, ლეონარდო ბონუჩი და ჯორჯო კიელინიც კარიერის ბოლო ნაწილს მეტ-ნაკლებად უახლოვდებიან, ტურინში დამდეგ ზაფხულს იტალიელი ფეხბურთელების შეძენა განიზრახეს.

Tuttosport-ის ცნობით, სანდრო ტონალო, ფედერიკო კიეზა და ნიკოლო ძანიოლო მთავარი პრიორიტეტები არიან. არცერთი ხსენებული სამიდან იანვარში „იუვეში“ არ მივა, მაგრამ ზაფხულისთვის მზადება იწყება.

განსაკუთრებით, სანდრო ტონალის შემთხვევაში. ფაბიო პარატიჩი სავარაუდოდ 2020 წლის დასაწყისში მასიმო ჩელინოსთან მოლაპარაკებებს დეტალურად დაიწყეს, რომ შემდეგ ზაფხულისთვის ტრანსფერი აღარ შეფერხდეს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …