მთავარი / სიახლეები / სერია A / რონალდუ: “ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობ”

რონალდუ: “ყოველთვის გამარჯვებისთვის ვთამაშობ”

კრიშტიანუ რონალდუს განცხადებით, მისი წარმატების მთავარი ფორმულა ბალანსის შენარჩუნებაა. პორტუგალიელი მიიჩნევს, რომ გამარჯვების სურვილიც უმნიშვნელოვანესია.

„ბოლო 15 წელიწადში ჩემი წარმატებული დონის შენარჩუნება საუკეთესოობის სურვილმა განაპირობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ბალანსის დაცვა. ყველამ იცის, რომ ჩემი ცხოვრების 30% ფეხბურთს ეძღვნება, მაგრამ დასვენებისთვის დროის გამონახვა აუცილებელია.

კარიერაში არასდროს მქონია ცუდი სეზონი, რადგან გამოწვევებისთვის ყოველთვის მზად ვარ. გამარჯვების გამო ვთამაშო. ადრე 30-32 წლის ასაკი კარიერის დასრულების ასაკი იყო, მაგრამ ახლა ფეხბურთელები 40 წლამდე თამაშობენ. ფეხბურთიდან მაშინ წავალ, როდესაც ჩემი სხეული ვეღარ მიპასუხებს მოედანზე.

მინდა კარიერის დასრულების შემდეგ სწავლა განვაახლო, რადგან ჩემს გონებაში არსებულ ყველა კითხვას ახლა ვერ ვპასუხობ. გარდა ამისა, სიამოვნებით ვიქნებოდი ფილმის მსახიობი“, – თქვა რონალდუმ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …