ამსტერდამის „აიაქსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა ედვინ ვან დერ სარმა მატიას დე ლიხტის შესახებ ისაუბრა. ლეგენდარული ჰოლანდიელის განცხადებით, დე ლიხტის პრობლემები ნორმალურია და საგანგაშო არაფერია.
„ნორმალურია გარკვეული სირთულეების არსებობა. ის 20 წლისაა, ისეთ დიდ გუნდში თამაშობს, როგორიც „იუვეა“ და გაცილებით რთულ ჩემპიონატში ჰოლანდიის ერედივიზიონთან შედარებით. მატიასი კარგი ბიჭია, ძლიერი და არაფერია საგანგაშო“, – განაცხადა ვან დერ სარმა.
შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ დე ლიხტი ზაფხულში 85 მილიონ ევროდ შეიძინა.