ტურინის „იუვენტუსი“ ემრე ჯანის იანვარში გასხვისებას აპირებს. როგორც Corriere Della Sera იტყობინება, ფაბიო პარატიჩი არტურო ვიდალის შესახებ „ბარსელონას“ დაუკავშირდა და ემრე ჯანში ბარტერი შესთავაზა.
თუმცა ეს ცნობა „ბებერმა სინიორამ“ არ დაადასტურა. უნდა ითქვას ისიც, რომ ვიდალს „ბარსელონასთან“ ურთიერთობა ძალიან გაუჭირდა და ზამთარში სავარაუდოდ გუნდს დატოვებს.
ამავდროულად, ამბობენ, რომ ჩილელი პერსონალურად „ინტერს“ შეუთანხმდა, მაგრამ ბოლო სიტყვა „ბარსელონაზეა“. როგორც ჩანს, იანვრის სატრანსფერო პერიოდში ხანგრძლივი ტელენოველა გველოდება და ვიდალისთვის „იუვენტუსი“ და „ინტერი“ იბრძოლებენ.