„იუვენტუსი“ და პსჟ ზამთარში ფეხბურთელების გაცვლას ეშურებიან. Gazzetta Dello Sport-ი იტყობინება, რომ „იუვეს“ ფრანგული გუნდიდან ლეანდრო პარედესის დამატება უნდა ემრე ჯანში გაცვლას სთავაზობს.
თუმცა, ფრანგები მიიჩნევენ, რომ არგენტინელი 10-15 მილიონი ევროთი მეტად ფასობს, ამიტომაც, მატია დე შილიოც მოითხოვეს, რაზეც ტურინული მხარე არაა თანახმა.
საინტერესოა, რომ იტალიური მედია იმასაც წერს, რომ „იუვემ“ ემრე ჯანი „ბარსელონას“ არტურო ვიდალის სანაცვლოდ შესთავაზა. შედეგად, შეგვიძლია იმის თქმა, რომ გერმანელის მეშვეობით „იუვე“ ორ ფრონტზე მუშაობს და რომელ საქმესაც გაჩარხავს, ბოლომდეც ის მივა.