ტურინის „იუვენტუსმა“ და „ნაპოლიმ“ შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ. იტალიური მედიის ცნობით, იანვარში მატია დე შილიოსა და ელშეიდ ჰისაის ბარტერი იგეგმება.
ჰისაის მაურიციო სარი ძალიან კარგად იცნობს, რადგან ჯერ „ემპოლიში“, შემდეგ კი „ნაპოლიში“ ავარჯიშებდა და მისი წაყვანა „ჩელსიშიც“ ძალიან სურდა.
ეს გარიგება შესაძლოა ორივე ფეხბურთელისთვის მომგებიანი იყოს, რადგან ალბანელი ნეაპოლელთა ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება, ხოლო დე შილიომ „იუვენტუსში“ დღემდე ვერ მოახერხა თავისი სიტყვის თქმა და განსაკუთრებით გულშემატკივრებს ვერ შეაყვარა თავი.