მთავარი / სიახლეები / პერინი “ჯენოაში” დაბრუნდა

პერინი “ჯენოაში” დაბრუნდა

მატია პერინი „ჯენოას“ ფეხბურთელი გახდება. Sky Sport-ის ცნობით, კლუბებმა საბუთები უკვე გაცვალეს და ტრანსფერი უახლოეს ხანში ოფიციალურად დადასტურდება.

პერინი მშობლიურ გუნდს მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით დაუბრუნდება.

მატია „ჯენოას“ აღზრდილია და 2011-2013 წლებში გუნდი დატოვა („პადოვასა“ და „პესკარაში“ ითამაშა). 2013 წელს კი, გენუაში დაბრუნდა, საიდანაც 2018 წელს „იუვეს“ შუერთდა.

გასულ სეზონში მატია ვოიცეხ შჩესნის დუბლიორი იყო და თამაშის შესაძლებლობა მეტ-ნაკლებად ეძლეოდა, მაგრამ ჯანლუიჯი ბუფონის დაბრუნების შემდეგ გუნდში პერინის ადგილი აღარ დარჩა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …