გელზენკირხენის „შალკე“ ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელით, მერიჰ დემირალით დაინტერესდა. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ხუმარები“ თურქი მცველით მოხიბლუნნი არიან და იანვრის სატრანსფერო პერიოდისთვის ოფიციალური შეთავაზებაც მზად აქვთ.
თუმცა, მეორეს მხრივ, დემირალმა ბოლო ტურებში ტურინში ყველას დაუმტკიცა თავისი ძალა და ამიტომაც „იუვენტუსი“ „შალკეს“ წინადადების განხილვას არ აპირებს – დემირალი არ იყიდება.
შეგახსენებთ, რომ 21 წლის თურქი „ბებერმა სინიორამ“ ზაფხულში „სასუოლოდან“ 18 მილიონ ევროდ შეიძინა.