საფრანგეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი დიდიე დეშამი ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს“ გულშემატკივრობს. ფრანგის განცხადებით, მის გულს უნდა, რომ ეს ტურნირი „იუვემ“ მოიგოს.
„იუვე“ ჩემპიონთა ლიგაზე გამარჯვებისთვის თამაშობს, ისევე როგორც სხვა 7-8 გუნდი. ბუნებრივია, რომ ეს მიზანი უკვე რამდენიმე წელია არსებობს და იმედი მაქვს, რომ წელს დასახულ მიზანს მიაღწევს. შეიძლება ახლა ამას ჩემი გული ამბობდეს, მაგრამ „იუვეს“ ხარისხი გააჩნია. ვნახოთ, ბევრი სხვა ძლიერი გუნდებიც არიან.
კრიშტიანუ რონალდუ დიდი ჩემპიონია. წლების განმავლობაში მაღალ დონეზეა, ყოველთვის სურს ტიტულების მოგება და გოლების გატანა. დიდი სურვილი აქვს და მუდამ გადამწყვეტია. 5-10 წლის წინანდელთა შედარებით შესაძლოა ნაკლებად დარბის, მაგრამ უფრო უკეთესად. მას თამაშის მომენტის შეცვლა ნებისმიერ მომენტში შეუძლია“, – განაცხადა დეშამმა.
შეგახსენებთ, რომ დეშამი „იუვენტუსში“ 1994-1999 წლებში თამაშობდა, ხოლო 2006-2007 წლებში მთავარი მწვრთნელის პოსტზე მუშაობდა.