მთავარი / სიახლეები / ტრანსფერები (გვერდი 69)

ტრანსფერები

იუვენტუსი ვან დეიკის შესაძენად 150 მილიონ ფუნტს გამოყოფს

იუვენტუსი ვან დეიკის შესაძენად 150 მილიონ ფუნტს გამოყოფს

ბრიტანული პრესა შოკისმომგვრელ ინფორმაციას ავრცელებს ვირჯილ ვან დეიკის ტრანსფერზე. იუვენტუსი დაინტერესებულია ლივერპულის მცველით. ბებერი ქალბატონი მზად არის გრანდიოზული ტრანსფერისათვის. ტურინელები თანახმა არიან, გამოყონ 150 მილიონი ფუნტი ჰოლანდიელის შესაძენად. წყაროს ინფორმაციით ვან დეიკი ინგლისის პრემიერლიგაში გამარჯვების შემდეგ განიხილავს ასეთ ვარიანტს, რადგან უკვე მოიპოვა ყველა მნიშვნელოვანი ტიტული ლივერპულში. იუვენტუსი ვან დეიკის გამო …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” მთავარი სამიზნე ზაფხულში პოგბა იქნება

ტურინის „იუვენტუსმა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ იაქტიურა, მაგრამ ზაფხულში გეგმავს აქტიურობას. Calciomercato-ს ცნობით, ტურინელთა მთავარი სამიზნე პოლ პოგბა იქნება. ფრანგს დიდი ხანია „იუვესთან“ აკავშირებენ. მარიო მანჯუკიჩისა და ემრე ჯანის გუნდიდან წასვლით სახელფასო ბიუჯეტი დაიზოგა, რაც ხელს შეუწყობს პოგბას ტურინში დაბრუნებას. თუმცა, ამავდროულად, იტალიელებს დიდი ალბათობით, ერთ-ერთ გამორჩეულ ფიგუარასთანაც მოუწევთ დამშვიდობება. …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: “იუვემ” პიაცა მესამედ გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ მარკო პიაცა მესამედ გაანათხოვრა. ამჯერად ბრიუსელის „ანდერლხეტში“. ხორვატი შეტევი ბელგიაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს. ბელგიელებს მარკოს გამოსყიდვის უფლება ზაფხულში ექნებათ. პიაცა „იუვენტუსმა“ 2017 წლის ზაფხულში ზაგრების „დინამოდან“ შეიძინა. მას შემდეგ გელზენკირხენის „შალკესა“ და ფლორენციის „ფიორენტინაში“ ჰყავდა განათხოვრებული. მთლიანობაში „იუვეს“ მაისურით ბალკანელმა 21 თამაში ჩაატარა და 1 გოლი …

სრულად წაკითხვა »

ემრე ჯანი: “მოგონებებს გულით ვატარებ, მადლობა და ფორცა “იუვე”!

ტურინის „იუვენტუსი“ ემრე ჯანმა დატოვა, რომელიც სეზონის ბოლომდე „დორტმუნდში“ გადავიდა. თუმცა, გერმენელებს ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ. ემრემ სოციალურ ქსელში „იუვენტუსში“ დასამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა: „მინდა მადლობა გითხრათ ყველას „იუვენტუსში“ მხარდაჭერისთვის. ჩემს თანაგუნდელებს, სტაფს და ყველას, ვინც კულისებს მიღმაა. საპატიო იყო ამ შესანიშნავი კლუბის ღირსების დაცვა და მოგონებებს გულით ვატარებ. დიდი …

სრულად წაკითხვა »

ოფიციალურად: ემრე ჯანმა “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსი“ ემრე ჯანმა დატოვა. 26 წლის გერმანელი ნახევარმცველი დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა. ემრე გერმანულ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, რის სანაცვლოდ „იუვემ“ 1 მილიონი ევრო მიიღო. ზაფხულში კი, „დორტმუნდს“ ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ექნება 25 მილიონ ევროდ, რომელიც ეტაპობრივად მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში დაიფარება. ემრე ჯანი „იუვენტუსს“ 2018 წლის ზაფხულში …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “ლევერკუზენი” უარით გაისტუმრა

ტურინის „იუვენტუსმა“ ლევერკუზენის „ბაიერი“ უარით გაისტუმრა, რომელსაც კრისტინ რომეროს შეძენა სურდა. იტალიური მედიის ცნობით, გერმანელებმა არგენტინელის ყიდვის სურვილი გამოთქვეს, რომელიც ამჟამად „ჯენოაში“ იჯარით თამაშობს. „იუვემ“ რომერო გასულ ზაფხულს იყიდა, თუმცა გენუაში დატოვა. ტურინელებმა მისი გასხვისება ამჟამად იუარეს, ზაფხულში კი, სიტუაციას შეაფასებენ და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას. რომერო ცენტრალური მცველია და …

სრულად წაკითხვა »

“იუვე” ზაფხულში კასტროვილის დამატებას გეგმავს

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ფლორენციის „ფიორენტინადან“ გაეტანო კასტროვილის გადაბირებას ეცდება. ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს და ყურადღება უკვე არაერთხელ მიიპყრო. „ფიორენტინა“ მშვიდადაა, რადგან ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. შესაბამისად, „იუვეს“ როკო კომისოსთან მოლაპარაკებების დაწყება და მისი სურვილის დაკმაყოფილება მოუწევს. ეს კი ადვილი არ იქნება, რადგან გასულ ზაფხულს ფედერიკო …

სრულად წაკითხვა »

დე შილიო-კურზავას ბარტერი ჩაიშალა

მატია დე შილიოსა და ლაივინ კურზავას შესაძლო ბარტერი აღარ შედგება. იტალიური მედიის ცნობით, გაცვლა ჩაიშალა და იტალიელი მცველი ტურინში დარჩება. როგორც ცნობილი გახდა, „იუვენტუსში“ დანილოს კონდიციების საომედოობაში დარწმუნებულნი არ არიან, ამიტომ დე შილიო ტრანსფერიდან მოიხსნა. საქმე ისაა, რომ მატიას მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში, ხოლო კუზრავას მხოლოდ მარცხენა ფლანგზე. …

სრულად წაკითხვა »

“მილანს” ბერნარდესკი – პაკეტას ბარტერი უნდა

„მილანი“ ფედერიკო ბერნარდესკის გადაბირებას ცდილობს და სანაცვლოდ „იუვენტუსს“ ლუკას პაკეტას სთავაზობს. იტალიური მედიის ცნობით, გარიგება საკმაოდ რთული იქნება და დროც ძალიან ცოტაა – ოთხი დღე. თუმცა, გამორიცხული არაფერია. „როსონერის“ პაკეტას გაშვება ყველანაირ ფასად სურს, რადგან ბრაზილიელი ლომბარდიაში თავს კომფორტულად არ გრძნობს. ბერნარდესკითან გაცვლა კი, შავ-წითლებისთვის იდეალური გამოსავალი იქნება. თუმცა, „იუვენტუსი“ …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” “დორტმუნდთან” მოლაპარაკებებს აგრძელებს

ტურინის „იუვენტუსი“ და დორტმუნდის „ბორუსია“ ემრე ჯანის ტრანსფერზე მუშაობენ. Bild-ის ინფორმაციით, მხარეები შესაძლო გარიგების ფორმულაზე საუბრობენ და ტურინელები მზად არიან ფეხბურთელი იჯარით დათმონ. საუბარია მიმდინარე სეზონის ბოლომდე საიჯარო ხელშეკრულებაზე და ზაფხულში გამოსყიდვის უფლებაზე 30 მილიონ ევროდ. შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანი „იუვენტუსის“ ძირითად შემადგენლობაში ვერ ხვდება და ამიტომ, კლუბის დატოვება უნდა. …

სრულად წაკითხვა »