მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: “იუვემ” პიაცა მესამედ გაანათხოვრა

ოფიციალურად: “იუვემ” პიაცა მესამედ გაანათხოვრა

ტურინის „იუვენტუსმა“ მარკო პიაცა მესამედ გაანათხოვრა. ამჯერად ბრიუსელის „ანდერლხეტში“. ხორვატი შეტევი ბელგიაში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს.

ბელგიელებს მარკოს გამოსყიდვის უფლება ზაფხულში ექნებათ.

პიაცა „იუვენტუსმა“ 2017 წლის ზაფხულში ზაგრების „დინამოდან“ შეიძინა. მას შემდეგ გელზენკირხენის „შალკესა“ და ფლორენციის „ფიორენტინაში“ ჰყავდა განათხოვრებული. მთლიანობაში „იუვეს“ მაისურით ბალკანელმა 21 თამაში ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …