ტურინის „იუვენტუსი“ ემრე ჯანმა დატოვა, რომელიც სეზონის ბოლომდე „დორტმუნდში“ გადავიდა. თუმცა, გერმენელებს ზაფხულში მისი გამოსყიდვის უფლებაც ექნებათ.
ემრემ სოციალურ ქსელში „იუვენტუსში“ დასამშვიდობებელი წერილი გამოაქვეყნა:
„მინდა მადლობა გითხრათ ყველას „იუვენტუსში“ მხარდაჭერისთვის. ჩემს თანაგუნდელებს, სტაფს და ყველას, ვინც კულისებს მიღმაა. საპატიო იყო ამ შესანიშნავი კლუბის ღირსების დაცვა და მოგონებებს გულით ვატარებ. დიდი მადლობა. ფორცა „იუვე“, – დაწერა ემრემ სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ემრე ჯანმა 1.5 წელში „იუვენტუსის“ ღირსება 45-ჯერ დაიცვა და 4 გოლი გაიტანა.
I want to say thank you to everyone at Juventus for their support. To my teammates, the staff and everybody behind the scenes. It was an honour to represent this great club and I will carry the memories in my heart. Grazie Mille. Forza Juve. pic.twitter.com/oJWkxFhB55
— Emre Can (@emrecan_) January 31, 2020