მთავარი / სიახლეები / ოფიციალურად: ემრე ჯანმა “იუვენტუსი” დატოვა

ოფიციალურად: ემრე ჯანმა “იუვენტუსი” დატოვა

ტურინის „იუვენტუსი“ ემრე ჯანმა დატოვა. 26 წლის გერმანელი ნახევარმცველი დორტმუნდის „ბორუსიაში“ გადავიდა. ემრე გერმანულ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, რის სანაცვლოდ „იუვემ“ 1 მილიონი ევრო მიიღო.

ზაფხულში კი, „დორტმუნდს“ ფეხბურთელის გამოსყიდვის ვალდებულება ექნება 25 მილიონ ევროდ, რომელიც ეტაპობრივად მომდევნო სამი სეზონის განმავლობაში დაიფარება.

ემრე ჯანი „იუვენტუსს“ 2018 წლის ზაფხულში „ლივერპულიდან“ თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. გასულ სეზონში მასიმილიანო ალეგრი მუდმივად ენდობოდა და „ატლეტიკოსთან“ ცნობილ ქამ-ბექში მისი წვლილი შეიტანა, რადგან მაშინ მართლაც დაუვიწყარი თამაში ჩაატარა.

თუმცა, მაურიციო სარიმ ფეხბურთელი აითვალწუნა, რის გამოც მიმდინარე სეზონში ემრემ მხოლოდ 8 თამაში ჩაატარა. მთლიანობაში ემრე ჯანმა 1.5 წელში „იუვენტუსის“ ღირსება 45-ჯერ დაიცვა და 4 გოლი გაიტანა.

 

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …