ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში ფლორენციის „ფიორენტინადან“ გაეტანო კასტროვილის გადაბირებას ეცდება. ახალგაზრდა იტალიელი ნახევარმცველი მიმდინარე სეზონში შესანიშნავად თამაშობს და ყურადღება უკვე არაერთხელ მიიპყრო.
„ფიორენტინა“ მშვიდადაა, რადგან ფეხბურთელთან კონტრაქტი 2024 წლამდე აქვს გაფორმებული. შესაბამისად, „იუვეს“ როკო კომისოსთან მოლაპარაკებების დაწყება და მისი სურვილის დაკმაყოფილება მოუწევს.
ეს კი ადვილი არ იქნება, რადგან გასულ ზაფხულს ფედერიკო კიეზას სურვილის მიუხედვაად გადასულიყო „იუვენტუსში“, გვაჩვენა, რომ „იების“ ხელმძღვანელთა დაყოლიება რთულია.
კასტროვილიმ სერია A-ს მიმდინარე სეზონში 20 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და იტალიის ნაკრებში ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის ერთ-ერთი კანდიდატია.