ტურინის „იუვენტუსმა“ ლევერკუზენის „ბაიერი“ უარით გაისტუმრა, რომელსაც კრისტინ რომეროს შეძენა სურდა.
იტალიური მედიის ცნობით, გერმანელებმა არგენტინელის ყიდვის სურვილი გამოთქვეს, რომელიც ამჟამად „ჯენოაში“ იჯარით თამაშობს. „იუვემ“ რომერო გასულ ზაფხულს იყიდა, თუმცა გენუაში დატოვა.
ტურინელებმა მისი გასხვისება ამჟამად იუარეს, ზაფხულში კი, სიტუაციას შეაფასებენ და ამის მიხედვით მიიღებენ გადაწყვეტილებას.
რომერო ცენტრალური მცველია და ამ პოზიციაზე „იუვენტუსში“ საკმაოდ დიდი კონკურენციაა, რის გამოც სამხრეთ ამერიკელს ტურინელთა მაისურით ჯერ არ უთამაშია.