ტურინის „იუვენტუსმა“ ზამთრის სატრანსფერო პერიოდში არ იაქტიურა და დეიან კულუსევსკის თუ არ ჩავთვლით, რომელიც იჯარით სეზონის ბოლომდე „პარმაში“ დარჩება, ახალი ფეხბურთელები არ შეუძენია.
თუმცა, ტურინელთა რიგებში მატებას მაინც ელოდებიან. Tuttosport-ის ინფორმაციით, თუ ყველაფერი გეგმის მიხედვით წარიმართება, სამი ხედირა და ჯორჯო კიელინი ორ კვირაში გუნდთან ერთად ვარჯიშს დაიწყებენ.
კიელინი სეზონის სტარტზევე მძიმედ დაშავდა და მსიი დაბრუნება სწორედ თებერვალში იყო ნავარაუდევი. ხედირამ კი, ოპერაცია გასული წლის მიწურულს გაიკეთა.
თუ ხსენებული მოთამაშეები ვარჯიშს ორ კვირაში მოახერხებენ, სათამაშოდ მზად ალბათ უკვე თვის ბოლოს იქნებიან.