ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტიანუ რონალდუ სერია A-ს იანვრის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. ამის შესახებ ლიგის ვებგვერდი იტყობინება.
რონალდუ კუთვნილ პრიზს 2 თებერვალს, „ფიორენტინასთან“ მატჩის დაწყებამდე მიიღებს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუმ იანვარში სერია A-ში 4 თამაში ჩაატარა და 7 გოლი გაიტანა.
Agent CR7, profession goals🏅 #SerieATIM – January 2020 MVP!
➡️https://t.co/MsTRU9T1UM@Cristiano #WeAreCalcio pic.twitter.com/oO3yLUFqQg
— Lega Serie A (@SerieA_EN) January 31, 2020