მატია დე შილიოსა და ლაივინ კურზავას შესაძლო ბარტერი აღარ შედგება. იტალიური მედიის ცნობით, გაცვლა ჩაიშალა და იტალიელი მცველი ტურინში დარჩება.
როგორც ცნობილი გახდა, „იუვენტუსში“ დანილოს კონდიციების საომედოობაში დარწმუნებულნი არ არიან, ამიტომ დე შილიო ტრანსფერიდან მოიხსნა.
საქმე ისაა, რომ მატიას მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე შეუძლია თამაში, ხოლო კუზრავას მხოლოდ მარცხენა ფლანგზე.
შესაბამისად, დე შილიო მიმდინარე სეზონს დიდი ალბათობით, „იუვენტუსში“ დაასრულებს. ყოველშემთხვევაში ამ დროის მონაცემებით ასეთი ვითარებაა.