გასულ ზაფხულს „იუვენტუსში“ რომელუ ლუკაკუს ჩარიცხვაზე საუბარი აქტიურად მიმდინარეობდა. თუმცა, საბოლოოდ, ბელგიელი თავდამსხმელი მილანის „ინტერში“ აღმოჩნდა.
ლუკაკუმ დაადასტურა, რომ „იუვენტუსიც“ იწვევდა, მაგრამ მას მხოლოდ „ინტერში“ გადასვლა სურდა:
„უკვე ვიცოდი, რომ „მანჩესტერ იუნაიტედს“ დავტოვებდი. შემეძლო, როგორც ტურინში, ისე მილანში წასვლა. მაგრამ მე „ინტერში“ წასვლა მინდოდა და როდესც ჩემმა აგენტმა ეს მითხრა, ვიზეიმე“, – თქვა ლუკაკუმ.