ტურინის „იუვენტუსი“ ბლეზ მატუიდისთან მოლაპარაკებებს აწარმოებს კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე. Tuttosport-ის ცნობით, მხარეებს შეთანხმება არ გაუჭირდებათ და სავარაუდოდ თებერვალში ახალ ხელშეკრულებას გააფორმებენ.
მატუიდის მოქმედი კონტრაქტი ძალაში მიმდინარე სეზონის ბოლომდეა, ხოლო გახანგრძლივება 2021 წლის ზაფხულამდე იგეგმება.
შეგახსენებთ, რომ „იუვემ“ ფრანგი 2017 წელს პსჟ-დან დაიმატა და დღემდე შავ-თეთრი მაისურით ჩატარებულ 114 შეხვედრაში 8 გოლის გატანა მოახერხა.