„იუვენტუსი“ იტალიის თასი ნახევარფინალში „მილანს“ დაუპირისპირდება. „როსონერის“ მთავარი მწვრთნელი სტეფანო პიოლი იმედიანადაა განწყობილი და ამბობს, რომ ყველაფერი მის გუნდზე იქნება დამოკიდებული, რადგან „იუვე“ დაუმარცხებელი გუნდი არაა.
„ნახევარფინალში „იუვენტუსს“ ვეთამაშებით და არ ვფიქრობ, რომ ეს დაუმარცხებელი გუნდია. ყველაფერი ჩვენზე იქნება დამოკიდებული. თუმცა, ახლა გონებაში მხოლოდ „ვერონასთან“ მატჩი გვაქვს, თამაშიდან თამაშამდე უნდა ვიფიქროთ“, – თქვა პიოლიმ.
შეგახსენებთ, რომ პირველი მატჩი 12 თებერვალს მილანში, ხოლო საპასუხო 4 მარტს ტურინში გაიმართება.