მთავარი / სიახლეები / სერია A / ბუფონის აგენტი: “ჯიჯიმ მითხრა, რომ “იუვეს” გამო ცეცხლში შევარდებოდა”

ბუფონის აგენტი: “ჯიჯიმ მითხრა, რომ “იუვეს” გამო ცეცხლში შევარდებოდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მეკარის, ჯანლუიჯი ბუფონის შესახებ მისმა აგენტმა სილვანო მარტინამ ისაუბრა. მისი თქმით, როდესაც „იუვე“ სერია B-ში გააგდეს, ჯიჯიმ უთხრა, რომ მზად იყო „იუვენტუსისთვის“ ცეცხლში შევარდნილიყო.

„ვინ არის ჯიჯი? არაჩვეულებრივი, ძალიან ჭკვიანი ადამიანი. იცით კიდევრა მაოცებს მის შესახებ? ის, რომ მას შეუძლია ისაუბრობს ბავშვებთან საბავშვო ბაღში ან რესპუბლიკის პრეზიდენტთან იმავე სიმარტივით. მოედანზე კი, სხვა არაფრის დამატება საჭირო არაა: მისნაირი მეკარე სხვა აღარ დაიბადება. ყოველთვის დარჩება ყველა დროის ერთ-ერთ უძლიერეს მეკარედ. მაგრამ, ცოტამ თუ იცის, რომ არაჩვეულებრივი ადამიანია ჯიჯი მოედანს მიღმა.

მისი სხვა კოლეგებისგან განსხვავებით ის ფულზე არ ფიქრობს. მართლაც, არასდროს დამავიწყდება, როდესაც თავის „იუვეს“ სათამაშოდ სერია B-ში გადაჰყვა. კარგად მახსოვს, რომ მითხრა: „იუვემ“ პოპულარული ადამიანი გამხადა და გამიმართლა. მოვიდა დრო, რომ ეს ავუნაზღაურო. ამ მაისურისთვის ჯოჯოხეთშიც წავიდოდა, ცეცხლშიც შევარდებოდა.

დაბრუნება? გასულ ზაფხულს მას ჰქონდა ძალიან პრესტიჟული წინადადებები, „პორტუ“ ნმადვილად განუმეორებელ წინადადებას სთავაზობდა, მაგრამ როდესაც დაბრუნების შანსი გამოჩნდა, ორჯერ დაფიქრებულა. ამასთან, ეს საუკეთესო გამოსავალი იყო ილარიასთვის და მისი შვილებისთვის.

მომავალი? ჯერ არაფერი გადაუწყვიტავს. მითხრა, რომ სეზონიუნდადასრულდეს და შემდეგ აქედან გამომდინარე მიიღებს გადაწყვეტილებას, თუ როგორ იგრძობს თავს და რა უნდა გააკეთოს“, – განაცხადა მარტინამ.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …