მთავარი / სიახლეები / სერია A / კანავაროს ყოფილი აგენტი: “იუვეს” ფეხბურთელები სარით დაიღალნენ და ალეგრის დაბრუნება უნდათ”

კანავაროს ყოფილი აგენტი: “იუვეს” ფეხბურთელები სარით დაიღალნენ და ალეგრის დაბრუნება უნდათ”

ფაბიო კანავაროს ყოფილი აგენტი ენრიკო ფედელე დარწმუნებულია, რომ „იუვენტუსის“ ფეხბურთელები მაურიციო სარისთან მუშაობით უკმაყოფილონი არიან და „ნაპოლისთან“ ამიტომ წააგეს.

მისი თქმით, ფეხბურთელებს ტურინში მასიმილიანო ალეგრის დაბრუნება უნდათ და გუნდის პირველი პოზიცია სატურნირი ცხრილში მხოლოდ ფეხბურთელების მაღალისკლასის დამსახურებაა და სარის ამაში არანაირი წვლილი არმიუძღვის.

„იუვენტუსის“ ფეხბურთელები დაიღალნენ სარით და მასიმილიანო ალეგრის დაბრუნება უნდათ. ეს სიმართლეა. სწორედ ამიტომ ჰქონდა „ნაპოლის“ ადვილი ცხოვრება „ბიანკონერის“ წინააღმდეგ. თუ „იუვენტუსი“ ახლა პირველ ადგილზეა, ეს მხოლოდ ჩემპიონი მოთამაშეების დამსახურებაა“, – თქვა ფედელემ.

შემთხვევითი სიახლე

მანჩინიმ განმარტა, თუ რატომ არ გამოიძახა ნაკრებში ლოკატელი

იტალიის ნაკრების მწვრთნელმა რობერტო მანჩინიმ განმარტა, რატომ არ გამოიძახა ინგლისისა და მალტის ნაკრებებთან სათამაშოდ მანუელ …

ლოკატელი: “ვაჩვენეთ, რომ ძლიერი გუნდი ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა მანუელ ლოკატელიმ „ინტერთან“ მატჩის (1:0) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან თქვა, დაამტკიცეს, …