მთავარი / სიახლეები (გვერდი 697)

სიახლეები

სუპერთასი მუზეუმში კიელინიმ მოათავსა

„იუვენტუსის“ მუზეუმს კიდევ ერთი თასი შეემატა – იტალიის სუპერთასი. მორიგი ტიტული მუზეუმში გუნდის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ მიიტანა და კომენტარიც გააკეთა: „ბედნიერები ვართ, რომ წელი სუპერთასის მოგებით დავიწყეთ. ჩვენი მიზანია გამარჯვებები გავაგრძელოთ და ამავდროულად კმაყოფილები ვართ ამ ტიტულის მოგებით, რომელიც დავიმსახურეთ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ჩვენს მუზეუმს კიდევ ერთი თასი …

სრულად წაკითხვა »

აუდერო – რემზის ბარტერი?

ტურინის „იუვენტუსმა“ აარონ რემზისთან შეთახნმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწია და უელსელი გუნდს ზაფხულში უნდა შეუერთდეს. თუმცა, „იუვე“ იმედს არ კარგავს, რომ ფეხბურთელის დამატებას მიმდინარე თვიდანვე მოახერხებს. სამი ხედირას ხშირი ტრავმიანობა ნახევარდაცვის გაძლიერების აუცილებლობას მიმდინარე სეზონშივე დღის წესრიგში კიდევ უფრო აყენებს. Tuttosport-ის ცნობით, ტურინელები „არსენალისთვის“ ახალი წინადადების გამზადებას აპირებენ, რომ თვის …

სრულად წაკითხვა »

“რეალი” დიბალას შეძენაზე სერიოზულად ფიქრობს

მადრიდის „რეალი“ სერიოზულად ფიქრობს პაულო დიბალას შეძენაზე. აღნიშნულ ინფორმაციას Mundo Deportivo ავრცელებს. „ბლანკოსის“ პრიორიტეტია, რომ დიბალა ისკოს სანაცვლოდ მიიღო ბარტერის სახით. თუმცა, თუ ტურინული მხარე აღნიშნულ წინადადებას უარყოფს, მაშინ მზადაა 25 წლის არგენტინელისთვის 102 მილიონი ევრო გაიღოს. ცნობილია, რომ ეს გარიგება მხოლოდ ზაფხულში შეიძელბა შედგეს, რადგან „იუვე“ იანვარში ლიდერთან შელევის …

სრულად წაკითხვა »

ხედირას ტრავმის შესახებ

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველი სამი ხედირა ტრავმირებულია. მოგეხსენებათ, გერმანელმა ტრავმა „კიევოსთან“ მატჩის წინ მიიღო. სამი გერმანიაში გაფრინდა კონსულტაციისთვის. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდით იუქმებს გამოცდილი ნახევარმცველი, თუმცა ამ ეტაპზე ცნობილია, რომ დაზიანება სერიოზული არაა. Tuttosport-ის ინფორმაციით, „ლაციოსთან“ მისი თამაში მაინც საეჭვოა და დაბრუნებას დამდეგ კვირაში მოახერხებს. შეგახსენებთ, რომ ხედირასთვის სეზონი წარუმატებლად მიმდინარეობს …

სრულად წაკითხვა »

ბენატია “იუვეს” ტოვებს

მეჰდი ბენატია ახლოსაა ტურინის „იუვენტუსის“ დატოვებასთან. Tuttosport-ის ინფორმაციით, ფეხბურთელის აგენტები უკვე იტალიაში არიან და მაროკოელი შესაძლოა უახლოეს დღეებში „იუვეს“ ფეხბურთელი აღარ იყოს. ბენატიას მომავალს საფრანგეთის ლიგა 1-თან, სადაც რამდენიმე გუნდი ეპატიჟება და ყატართან აკავშირებენ. აღსანიშნავია, რომ „იუვეს“ გეგმებში ბენატიას იანვარში გასხვისება არ შედის. თუმცა, თავად ფეხბურთელს მეტი სათამაშო პრაქტიკის გამო …

სრულად წაკითხვა »

მარსელო: “გთხოვთ, გამიშვით “იუვენტუსში”

„თუ „იუვენტუსი“ ჩემთვის წინადადებას გააკეთებს, გთხოვთ, გამიშვათ“, – მარსელომ მადრიდის „რეალს“ მიმართა. Tuttosport-ის ცნობით, ბრაზილიელმა ფეხბურთელმა საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო და ზაფხულში მადრიდს დატოვებს. მარსელოს „იუვესთან“ აქამდეც აკავშირებდნენ, მაგრამ საქმე ისაა, რომ ალექს სანდრომ ცოტა ხნის წინ კონტრაქტი გაახანგრძლივა. ამის ფონზე ჩნდება კითხვის ნიშანი ბრაზილიელის ტურინში გადასვლასთან დაკავშირებით. თუმცა, ძველი ამბავია …

სრულად წაკითხვა »

ბარძალისა და დელ პიეროს საინტერესო დიალოგი

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ანდრეა ბარძალიმ ის პერიოდი გაიხსენა, როდესაც „ვოლფსბურგში“ თამაშობდა და „იუვენტუსს“ მისი გადაბირება უნდოდა. 2006 წლის მსოფლიოს ჩემპიონის განცხადებით, ალესანდრო დელ პიერომ მისი კარიერა შეცვალა: მართალია, ანდრეამ ეს დიალოგი 2017 წლის ზაფხულში გაასაჯაროვა, მაგრამ გასახსენებლად, ღირს: „ჩემი ცხოვრების ყველაზე რთული პერიოდი მაშინ მქონდა, როდესაც სახლისგან შორს ვიმყოფებოდი. პალერმოში …

სრულად წაკითხვა »

“ატლეტიკოში” ტრავმების ეპიდემიაა

მადრიდის „ატლეტიკოში“ ტრავმების ეპიდემიაა. ლა ლიგის ბოლო ტურში „უესკასთან“ შეხვედრაში ერთ-ერთი ლიდერი კოკე დაშავდა, რომელსაც მარჯვენა ბარძაყის დაზიანება აღენიშნება. აღნიშნულ ინფორმაციას „როხიბლანკოს“ ვებგვერდი ოფიციალურად იტყობინება. ჯერჯერობით უცნობია, რა პერიოდი გაუცდება ესპანელ ნახევარმცველს, მაგრამ მინიმუმ 15 დღე იუქმებს. არსებობს რისკი, რომ „იუვენტუსთან“ ჩემპიონთა ლიგის პირველ მერდვედფინალურ მატჩშიც ვერ ითამაშოს. გარდა ამისა, …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუმ ქალბატონი დააზიანა: “იმედია ვახშამზე დამპატიჟებს”

„იუვენტუსისა“ და „კიევოს“ მატჩის წინ გახურებისას კრიშტიანუ რონალდუმ ერთ-ერთი გულშემატკივარი დააზიანა. მისი დარტყმული ბურთი ელენა დი მარტინოს სახეში მოხვდა და ცხვირი დაუზიანდა. მატჩის შემდეგ ქალბატონმა ელენამ ფოტო სოციალურ ქსელში ატვირთა. „კრიშტიანუ ჩემი იდეალია. ამ დარტყმის შემდეგ ველოდები მინიმუმ ერთ ვახშამს“, – უთხრა ელენამ Corriere Della Sera-ს. გარდა ამისა, სოციალურ ქსელში …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ მადრიდის სასამართლოში: “ყველაფერი კარგადაა”

კრიშტიანუ რონალდუ „კიევოსთან“ მატჩის დასრულების შემდეგ მადრიდში გაემგზავრა, სადაც სასამართლოს წინაშე წარსდგა. პორტუგალიელ ფეხბურთელს ესპანეთის მართლმსაჯულება გადასახადებისგან თავის არიდებაში ადანაშაულებს. სასამართლო დაწესებულებიდან გამოსვლის შემდეგ რონალდუმ ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა და თქვა, რომ ყველაფერი კარგადაა. კრიშტიანუს ბრალდება წაუყენეს და მომდევნო 23 თვის განმავლობაში 18.8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.  რონალდუს პირობითი პატიმრობა …

სრულად წაკითხვა »