ტურინის „იუვენტუსმა“ აარონ რემზისთან შეთახნმებას რამდენიმე დღის წინ მიაღწია და უელსელი გუნდს ზაფხულში უნდა შეუერთდეს. თუმცა, „იუვე“ იმედს არ კარგავს, რომ ფეხბურთელის დამატებას მიმდინარე თვიდანვე მოახერხებს.
სამი ხედირას ხშირი ტრავმიანობა ნახევარდაცვის გაძლიერების აუცილებლობას მიმდინარე სეზონშივე დღის წესრიგში კიდევ უფრო აყენებს. Tuttosport-ის ცნობით, ტურინელები „არსენალისთვის“ ახალი წინადადების გამზადებას აპირებენ, რომ თვის ბოლომდე ტრანსფერზე მუშაობა დაასრულონ.
საქმე ისაა, რომ „არსენალი“ რემზიში 20 მილიონ ევროს ითხოვს, „იუვენტუსი“ კი ამ თანხის გადახდას არ აპირებს, რადგან 6 თვეში ფეხბურთელი თავისუფალი აგენტი ხდება. თუმცა, სცენაზე კიდევ ერთი მოთამაშე გამოჩნდა – ემილ აუდერო.
მეკარე, რომელიც „იუვეს“ საკუთრებაშია და იჯარით „სამპდორიაში“ თამაშობს, „მეოთფეთა“ ინტერესის სფეროშია. სწორედ ამ ფაქტით აპირებს „იუვე“ სარგებლობას. პეტერ ჩეხი მიმდინარე სეზონის დასრულებისთანავე კარიერას ასრულებს და ლონდონელებს აუდერო მის შემცვლელად ესახებათ. „იუვენტუსი“ მზადაა, რომ ინგლისელებს ნიჭიერი მეკარე 28 წლის უელსელში გაუცვალოს და რემზი იანვარშივე დაიმატოს.