მთავარი / სიახლეები / სუპერთასი მუზეუმში კიელინიმ მოათავსა

სუპერთასი მუზეუმში კიელინიმ მოათავსა

„იუვენტუსის“ მუზეუმს კიდევ ერთი თასი შეემატა – იტალიის სუპერთასი. მორიგი ტიტული მუზეუმში გუნდის კაპიტანმა ჯორჯო კიელინიმ მიიტანა და კომენტარიც გააკეთა:

„ბედნიერები ვართ, რომ წელი სუპერთასის მოგებით დავიწყეთ. ჩვენი მიზანია გამარჯვებები გავაგრძელოთ და ამავდროულად კმაყოფილები ვართ ამ ტიტულის მოგებით, რომელიც დავიმსახურეთ. რა თქმა უნდა, სასიამოვნოა, რომ ჩვენს მუზეუმს კიდევ ერთი თასი შეემატა“, – თქვა ჯორჯომ.

შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ იტალიის სუპერთასზე „მილანი“ 1:0 დაამარცხა და აღნიშნული ტიტული ისტორიაში მერვედ მოიპოვა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …