მთავარი / სიახლეები / სტურარო: “იუვეში” ფანტასტიკური 4 წელი გავატარე”

სტურარო: “იუვეში” ფანტასტიკური 4 წელი გავატარე”

სტეფანო სტურარო, რომელიც „იუვენტუსის“ საკუთრებაშია სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ჯენოაში“ გააგრძელებს. ყველაფერი გადაწყვეტილია, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების შემდეგ თქვა:

„ახლოს ვართ კონტრაქტის გაფორმებასთან. „იუვენტუსში“ ფანტასტიკური 4 წელი გავატარე, მაგრამ ყველა გულშემატკივარმა იცის, „ჯენოა“ ჩემთვის რასაც წარმოადგენს. ერთი სული მაქვს, ყველაფერი დაიწყოს“, – თქვა სტურარომ.

შეთანხმების თანახმად, სტურარო გენუურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით გადავა, ხოლო ზაფხულში მისი გამოსყიდვა 10 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.

შეგახსენებთ, რომ სტურარო „იუვენტუსმა“ 2015 წლის იანვარში „ჯენოადან“ დაიმატა. გასულ ზაფხულს კი, ლისაბონის „სპორტინგში“ გაანათხოვრა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …