მთავარი / სიახლეები / “იუვემ” შანხაიში აკადემია გახსნა [VIDEO]

“იუვემ” შანხაიში აკადემია გახსნა [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსმა“ შახნაიში ოფიციალური აკადემია გახსნა. პრეზენტაციას ტურინელთა ელჩი დავიდ ტრეზეგე ითავა, ხოლო ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ მედია, ფეხბურთელები, „იუვენტუსის“ აკადემია და შანხაის ოფიციალური ფანკლუბი. ტრეზეგემ აკადემიის რვა ფეხბურთელის კითხვებსაც უპასუხა და ფოტოები გადაიღო.

„იუვემ“ ჩინეთში მეხუთე აკადემია გახსნა. შანხაიმდე აკადემია ჟუხაიში, მეიშანში, ტიანჯინსა და ნანძინში ფუნქციონერებდა.

„იუვენტუსის“ აკადემიის ინაუგურაცია შანხაიში კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ გრძელდება გუნდის ზრდა არამარტო ჩინეთის, არამედ მსოფლიოს მასშტაბით. ამჟამად, მსოფლიოში „იუვენტუსის“ 54 აკადემია მოქმედებს.

შემთხვევითი სიახლე

ბრემერი: “ჩვენ 56 ქულა გაქვს, უფრო სწორად 58”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა გლეისონ ბრემერმა „ინტერთან“ გამარჯვების (1:0) შემდეგ ისაუბრა. როგორც მან თქვა, „იუვემ“ მოედანზე …

მაროკი: “იუვეს” ნახევარდაცვამ “ინტერის” ნახევარდაცვას 3:0 მოუგო”

ვეტერანმა ფეხბურთელმა ჯანკარლო მაროკიმ „ინტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩის (0:1) შესახებ ისაუბრა. როგორც მან აღნიშნა, დიდი …