ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს დამდეგ ტურში რომის „ლაციოს“ შესუსტებული შემადგენლობით დაუპირისპირება. Tuttosport-ის ცნობით, „არწივების“ წინააღმდეგ ჟოაუ კანსელუ, მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა ვერ ითამაშებენ.
ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელები რა პერიოდით იუქმებენ, თუმცა, ამ დროინდელი ინფორმაციით, ტრავმები სერიოზული არ უნდა იყოს.
შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 27 იანვარს, იტალიის დედაქალაქში გაიმართება.