გონსალო იგუაინი ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური გუნდისა და „იუვენტუსის“ ვებგვერდები ოფიციალურად ადასტურებენ.
იგუაინმა „მილანთან“ საიჯარო ხელშეკრულება გაწყვიტა და სეზონის ბოლომდე „იუვემ „ჩელსიში“ გაანათხოვრა.
ხელშეკრულების თანახმად, „ჩელსის“ იგუაინთან იჯარის 2020 წლის ზაფხულამდე გაგრძელების შემთხვევაში „იუვესთვის“ 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ხოლო სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვა 36 მილიონ ევროდ იქნება შესაძლებელი.
შეგახსენებთ, რომ გონსალო იგუაინმა 2016-2108 წლებში „იუვენტუსში“ 105 შეხვედრაში 55 გოლი გაიტანა.