მთავარი / სიახლეები (გვერდი 696)

სიახლეები

მარტინ კასერესი “იუვეში” ბრუნდება

რომის „ლაციოს“ მცველი მარტინ კასერესი ძალიან ახლოსაა „იუვენტუსში“ დაბრუნებასთან. გავლენიანი იტალიური გამოცემები ამის შესახებ დარწმუნებით წერენ. ურუგვაელი მეჰდი ბენატიას შემცვლელად განიხილება, რომლის „იუვედან“ წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია. ალეგრი ბენატიას წასვლის შემთხვევაში ბონუჩი, კიელინი, რუგანი და ბარძალის იმედად რჩება, რაც საკმარისი არაა. საქმე ისაა, რომ ბარძალი უკვე ასაკშია (თანაც ტრავმირებულია), ხოლო კიელინი …

სრულად წაკითხვა »

ბენატია “იუვეს” ორშაბათს დატოვებს

ტურინის „იუვენტუსმა“ მეჰდი ბენატიას გუნდიდან წასვლის ნება დართო. Tuttosport-ის ცნობით, მაროკოელი, რომელსაც გუნდის დატოვება უთამაშებლობის გამო უნდა სურვილს აიხდენს და ორშაბათს იტალიიდან წავა. ბენატია კარიერას ყატარულ „ალ-დუჰაილში“ გააგრძელებს. შეთანხმების თანახმად, მეჰდი სამ სეზონში 15 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „იუვეს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონსა და ბონუსებს გადაუხდიან. ბენატია „იუვენტუსში“ 2016 წლიდან …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” სტურარო “ჯენოაში” გაანათხოვრა

„იუვენტუსმა“ სტეფანო სტურარო როგორც მოსალოდნელი იყო „ჯენოაში“ გაანათხოვრა. ინფორმაცია მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს. გარიგების თანახმად, სტურარო გენუურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ხოლო „იუვემ“ 1.5 მილიონი ევრო მიიღო. ზაფხულში „ჯენოას“ 25 წლის იტალიელი ნახევარმცველის გამოსყიდვა 8.5 მილიონ ევროდ შეეძლება. შეგახსენებთ, რომ სტურარო „იუვეს“ 2015 წლის იანვარში შეუერთდა და შავ-თეთრი მაისურით …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “მილანში” ნამდვილი ბონუჩი არ ვიყავი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ Sky Sport-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკუთარ თავზე, „იუვენტუსზე“, „მილანზე“, ჩემპიონთა ლიგაზე, კრიშტიანუ რონალდუზე და „ლაციოსთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა. ლეონარდომ ინტერვიუ საკუთარ თავზე საუბრით დაიწყო: მოწიფული ვარ, უფრო რაციონალური, ვიდრე ინსტიქტური. ცხოვრება გვაძლევს გამოცდილებას, რომელიც გვზრდის და მოწიფულს გვხდის. ძლიერი გზა გამოვიარე, როგორც მოედანზე, ისე …

სრულად წაკითხვა »

იმმობილე: “იუვე”? ჩვენ უკვე დავამარცხეთ”

რომის „ლაციოს“ თავდამსმელმა ჩირო იმმობილემ „იუვენტუსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფორვარდის განცხადებით, „იუვე“ ძლიერია, მაგრამ „ლაციომ“ ახლო წარსულში უკვე მოახერხა მისი დამარცხება. „არსებობენ გუნდები, რომლებიც კარგად თამაშობენ. რთული ჩემპიონატია და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ამიტომ, იმაზე კარგად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს პირველ წრეში გავაკეთეთ. „იუვენტუსი“ ძლიერი გუნდია, …

სრულად წაკითხვა »

მანუელას პირობა – სიშიშვლე ჩემპიონთა ლიგის თასის სანაცვლოდ!

ტურინის „იუვენტუსის“ ცნობილმა ქომაგმა მანუელა ფერარამ პირობა დადო თუ მისი საყვარელი გუნდი ჩემპიონთა ლიგას მოიგებს. თუ რა თქვა ფერარიმ ამაზე ქვემოთ. მანამდე გეტყვით, რომ ფერარა ბრეშაში დაიბადა და ცნობილი ტელეწამყვანია, რომელიც სოციალურ ქსელში თამამი ფოტოების გამოქვეყნებას არ ერიდება. ეს კი მანუელას დაპირება: „თუ „იუვენტუსი“ ჩემპიონთა ლიგას მოიგებს, ფერილის მივბაძავ, რომელიც …

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” იგუაინი “ჩელსიში” გაანათხოვრა

გონსალო იგუაინი ლონდონის „ჩელსიში“ გადავიდა. აღნიშნულ ინფორმაციას ინგლისური გუნდისა და „იუვენტუსის“ ვებგვერდები ოფიციალურად ადასტურებენ. იგუაინმა „მილანთან“ საიჯარო ხელშეკრულება გაწყვიტა და სეზონის ბოლომდე „იუვემ „ჩელსიში“ გაანათხოვრა. ხელშეკრულების თანახმად, „ჩელსის“ იგუაინთან იჯარის 2020 წლის ზაფხულამდე გაგრძელების შემთხვევაში „იუვესთვის“ 18 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს, ხოლო სატრანსფერო უფლებების სრულად გამოსყიდვა 36 მილიონ ევროდ იქნება …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსი” რომში დანაკლისით ითამაშებს

ტურინის „იუვენტუსი“ სერია A-ს დამდეგ ტურში რომის „ლაციოს“ შესუსტებული შემადგენლობით დაუპირისპირება. Tuttosport-ის ცნობით, „არწივების“ წინააღმდეგ ჟოაუ კანსელუ, მირალემ პიანიჩი და სამი ხედირა ვერ ითამაშებენ. ჯერჯერობით უცნობია ფეხბურთელები რა პერიოდით იუქმებენ, თუმცა, ამ დროინდელი ინფორმაციით, ტრავმები სერიოზული არ უნდა იყოს. შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 27 იანვარს, იტალიის დედაქალაქში გაიმართება.

სრულად წაკითხვა »

“იუვემ” შანხაიში აკადემია გახსნა [VIDEO]

ტურინის „იუვენტუსმა“ შახნაიში ოფიციალური აკადემია გახსნა. პრეზენტაციას ტურინელთა ელჩი დავიდ ტრეზეგე ითავა, ხოლო ღონისძიებაზე წარმოდგენილნი იყვნენ მედია, ფეხბურთელები, „იუვენტუსის“ აკადემია და შანხაის ოფიციალური ფანკლუბი. ტრეზეგემ აკადემიის რვა ფეხბურთელის კითხვებსაც უპასუხა და ფოტოები გადაიღო. „იუვემ“ ჩინეთში მეხუთე აკადემია გახსნა. შანხაიმდე აკადემია ჟუხაიში, მეიშანში, ტიანჯინსა და ნანძინში ფუნქციონერებდა. „იუვენტუსის“ აკადემიის ინაუგურაცია შანხაიში …

სრულად წაკითხვა »

სტურარო: “იუვეში” ფანტასტიკური 4 წელი გავატარე”

სტეფანო სტურარო, რომელიც „იუვენტუსის“ საკუთრებაშია სამშობლოში დაბრუნდა და კარიერას „ჯენოაში“ გააგრძელებს. ყველაფერი გადაწყვეტილია, ფეხბურთელმა სამედიცინო შემოწმების შემდეგ თქვა: „ახლოს ვართ კონტრაქტის გაფორმებასთან. „იუვენტუსში“ ფანტასტიკური 4 წელი გავატარე, მაგრამ ყველა გულშემატკივარმა იცის, „ჯენოა“ ჩემთვის რასაც წარმოადგენს. ერთი სული მაქვს, ყველაფერი დაიწყოს“, – თქვა სტურარომ. შეთანხმების თანახმად, სტურარო გენუურ გუნდში მიმდინარე სეზონის …

სრულად წაკითხვა »