რომის „ლაციოს“ თავდამსმელმა ჩირო იმმობილემ „იუვენტუსთან“ მატჩამდე კომენტარი გააკეთა. იტალიელი ფორვარდის განცხადებით, „იუვე“ ძლიერია, მაგრამ „ლაციომ“ ახლო წარსულში უკვე მოახერხა მისი დამარცხება.
„არსებობენ გუნდები, რომლებიც კარგად თამაშობენ. რთული ჩემპიონატია და ჩემპიონთა ლიგაზე გასასვლელად უფრო მეტის გაკეთებაა საჭირო. ამიტომ, იმაზე კარგად უნდა ვითამაშოთ, ვიდრე ეს პირველ წრეში გავაკეთეთ.
„იუვენტუსი“ ძლიერი გუნდია, მაგრამ საბედნიეროდ სტადიონზე იქნება ბევრი ადამიანი, რომლებიც დაგვეხმარებაიან. გასულ წლებში ჩვენ შევძელით ამ გუნდის დამარცხება და ახლაც ვეცდებით იგივე გავაკეთოთ“, – განაცხადა იმმობილემ.
შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 27 იანვარს, რომში გაიმართება. აქვე გეტყვით, რომ იმმობილემ საფეხბურთო კარიერა ტურინის „იუვენტუსში“ დაიწყო.