მთავარი / სიახლეები / ბონუჩი: “მილანში” ნამდვილი ბონუჩი არ ვიყავი”

ბონუჩი: “მილანში” ნამდვილი ბონუჩი არ ვიყავი”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ Sky Sport-ს საინტერესო ინტერვიუ მისცა, რომელშიც საკუთარ თავზე, „იუვენტუსზე“, „მილანზე“, ჩემპიონთა ლიგაზე, კრიშტიანუ რონალდუზე და „ლაციოსთან“ მოახლოებულ დაპირისპირებაზე ისაუბრა.

ლეონარდომ ინტერვიუ საკუთარ თავზე საუბრით დაიწყო:

მოწიფული ვარ, უფრო რაციონალური, ვიდრე ინსტიქტური. ცხოვრება გვაძლევს გამოცდილებას, რომელიც გვზრდის და მოწიფულს გვხდის. ძლიერი გზა გამოვიარე, როგორც მოედანზე, ისე მის გარეთ და შემიძლია ვთქვა, რომ უკეთესი ადამიანი გავხდი. ნამდვილად განსხვავებული, ვიდრე წარსულში ვიყავი.

– შარშან იმმობილემ „მილანს“ სამი გოლი გაუტანა. როგორი ტიპის თავდამსხმელია? და რა არის საჭირო ყურადღებისთვის?

– ჩირო შესანიშნავია თავდამსხმელია. გოლებით ამტკიცებს, რომ ნამდვილი ბომბარდირია. ყურადღებით უნდა ვიყოთ, არ უნდა მივცეთ სივრცეები. მეორე ბურთზე ის ფატალურად ირჯება, მაქსიმალური ყურადღება გვჭირდება. არ უნდა დავუთმოთ სივრცე, როგორც ეს მაშინ გავაკეთეთ, როდესაც „მილანის“ მაისური მეცვა. „როსონერიში“ ცოტა განსაკუთრებული სიტუაცია იყო. არ ვიყავი ნამდვილი ბონუჩი. მაგრამ, ახლა წარსულს ნაკლები მნიშვნელობა აქვს. წინ ყურება უნდა გავაგრძელოთ და რომში გამარჯვების სურვილით მივიდვართ, რადგან სეზონი გრძელია და თანაც, ჩემპიონთა ლიგის მატჩებისთვის უნდა მოვემზადოთ, რომელიც მალე გველოდება.

– ბევრი დანაკლისი „იუვენტუსისთვის“ დამატებითი პრობლემა იქნება?

– რთულ მომენტებში ამ გუნდმა და მისმა ხელმძღვანელობამ ყოველთვის იცის, როგორ უპასუხოს ენერგიულად. ბენატია, ბარძალი, კანსელუ და პიანიჩი ჩვენთვის მნიშვნელოვანი ელემენტები არიან, მაგრამ ეს ალიბი არაა. ჩვენი მიზანია რომში სამი ქულისთვის წასვლა.

– პიონტეკი „მილანში“, იგუაინი „ჩელსიში“. უსურვებთ წარმატებებს?

– რა თქმა უნდა, დიდ წარმატებას ვუსურვებ პიონტეკს „მილანში“, მისტერ გატუზოს, ფეხბურთელებს და გულშემატკივრებს, რადგან კარგი მოგონებები მაკავშირებს. ჩემთვის „მილანი“ ადამიანურ დონეზეა, რომელმაც უფრო მოწიფული გამხადა. შემდეგ კი, სახლში დაბრუნება ავირჩიე, რადგან ადამიანურ დონეზე ეს მჭირდებოდა. იგუაინი ჩემი მეგობარია, ცოტა ხნის წინ ერთად ვივახშმეთ. მინდა, რომ დაუბრუნდეს იმ დონეს, როგორც თამაშობდა. ის დიდი პიროვნებაა.

– რას ფიქრობთ ჩემპიონთა ლიგაზე „ატლეტიკოსთან“ შეხვედრაზე?

– რა თქმა უნდა, დაბალანსებული მატჩები იქნება. დიდი გუნდია, რომელმაც მოიპოვა საერთაშორისო გამოცდილება და ყოველწელს ჩემპიონთა ლიგაზე და ლა ლიგაში ბოლომდე იბრძვიან გამარჯვებისთვის. ჰყავს დიდი მწვრთნელი და ფეხბურთელები, როგორებიც გრიზმანი და ბევრი სხვაა. საჭირო იქნება დიდი „იუვენტუსი“, რომ სეზონში დასახული მიზნისთვის ბრძოლა გავაგრძელოთ.

– ამ „იუვეს“ აქვს იმის პოტენციალი, რომ ყველა ტურნირზე გამარჯვებისთვის ბოლომდე იბრძოლოს?

– რა თქმა უნდა! ჩვენ სწორედ ეს გვინდა და მიზანიც ესაა. ამის უნარი გაგვაჩნია, მაგრამ მცირე იღბალიც საჭირო იქნება, რადგან ფეხბურთში ამას მნიშვნელობა აქვს. ჩვენ შესანიშნავი ჯგუფი ვართ, ასეთივე ხელმძღვანელობით – დიდი გუნდი ვართ. ყველა ბურთითვის ვიბრძოლებთ, რომ ყველა ტურნირში გავიმარჯვოთ.

– თქვენი აზრით, ჩემპიონთა ლიგის ფავორიტები?

– დღეისთვის ფავორიტები „ბარსელონა“, „სიტი“, „იუვენტუსი“ და „ლივერპული“ არიან. გუნდები, რომლებთაც აქვთ იდენტურობა, თამაში, სტრუქტურა. მაგრამ, ჩემპიონთა ლიგაზე სიურპრიზები ყოველთვის ხდება. ჩვენის მხრივ, ყურადღებით უნდა ვითამაშოთ და ჩვენი მაქსიმუმი გავიღოთ, რომ „ვანდა მეტროპოლიტანოზე“ სათამაშოდ დავბრუნდეთ.

– როგორია კრიშტიანუ რონალდუ ახლა, როდესაც თქვენი თანაგუნდელია და არა მეტოქე?

– მუდმივად მაკვირვებს. რასაც აკეთებს, ყოველდღე, არ თმობს ერთ სანტიმეტრსაც კი, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ჩვენს შორის კარგი ურთიერთობაა. ვხუმრობთ, ერთმანეთს ვიწვევთ, ვურტყამთ კარში და გოლების გატანაში ვეჯიბრებით. კარგი ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …