„იუვენტუსმა“ სტეფანო სტურარო როგორც მოსალოდნელი იყო „ჯენოაში“ გაანათხოვრა. ინფორმაცია მხარეებმა ოფიციალურად დაადასტურეს.
გარიგების თანახმად, სტურარო გენუურ გუნდში მიმდინარე სეზონის ბოლომდე იჯარით ითამაშებს, ხოლო „იუვემ“ 1.5 მილიონი ევრო მიიღო. ზაფხულში „ჯენოას“ 25 წლის იტალიელი ნახევარმცველის გამოსყიდვა 8.5 მილიონ ევროდ შეეძლება.
შეგახსენებთ, რომ სტურარო „იუვეს“ 2015 წლის იანვარში შეუერთდა და შავ-თეთრი მაისურით 90 მატჩში 3 გოლი გაიტანა.