ტურინის „იუვენტუსმა“ მეჰდი ბენატიას გუნდიდან წასვლის ნება დართო. Tuttosport-ის ცნობით, მაროკოელი, რომელსაც გუნდის დატოვება უთამაშებლობის გამო უნდა სურვილს აიხდენს და ორშაბათს იტალიიდან წავა.
ბენატია კარიერას ყატარულ „ალ-დუჰაილში“ გააგრძელებს. შეთანხმების თანახმად, მეჰდი სამ სეზონში 15 მილიონ ევროს მიიღებს, ხოლო „იუვეს“ ფეხბურთელის სანაცვლოდ 8 მილიონსა და ბონუსებს გადაუხდიან.
ბენატია „იუვენტუსში“ 2016 წლიდან თამაშობდა და გასულ სეზონში ძირითად შემადგენლობაში ხვდებოდა. თუმცა, წელს მისი სათამაშო დრო შეიზღუდა და ამიტომ გუნდის დატოვება მოუნდა.
თუ ბენატიას ტრანსფერი ოფიციალურად დადასტურდა, ალეგრის განკარგულებაში 4 ცენტრალური მცველი დარჩება – ბარძალი, კიელინი, ბონუჩი და რუგანი.