მთავარი / სიახლეები / მარტინ კასერესი “იუვეში” ბრუნდება

მარტინ კასერესი “იუვეში” ბრუნდება

რომის „ლაციოს“ მცველი მარტინ კასერესი ძალიან ახლოსაა „იუვენტუსში“ დაბრუნებასთან. გავლენიანი იტალიური გამოცემები ამის შესახებ დარწმუნებით წერენ. ურუგვაელი მეჰდი ბენატიას შემცვლელად განიხილება, რომლის „იუვედან“ წასვლა პრაქტიკულად გადაწყვეტილია.

ალეგრი ბენატიას წასვლის შემთხვევაში ბონუჩი, კიელინი, რუგანი და ბარძალის იმედად რჩება, რაც საკმარისი არაა. საქმე ისაა, რომ ბარძალი უკვე ასაკშია (თანაც ტრავმირებულია), ხოლო კიელინი სეზონის ბოლომდე ყველა მატჩს ბუნებრივია ვერ ჩაატარებს (ასაკიდან გამომდინარე). თანაც, გუნდში როტაცია საჭიროა.

ასე რომ, კასერესი შესაძლოა მალე მესამედ დაბრუნდეს ტურინში. 31 წლის ურუგვაელი „ბებერი სინიორას“ ღირსებას 2009-2010 და 2012-2016 წლებში იცავდა. მან 5-ჯერ მოიგო სკუდეტო, ორჯერ იტალიის თასი, ხოლო სამჯერ იტალიის სუპერთასი. „იუვეს“ მაისურით 110 თამაშში 7 გოლი აქვს გატანილი.

მარტინმა „იუვენტუსი“ 2016 წელს დატოვა და მას შემდეგ „საუთჰემპტონში“, „ვერონასა“ და „ლაციოში“ ითამაშა. აღსანიშნავია, რომ „ვერონას“ შემადგენლობაში „იუვეს“ გოლიც გაუტანა. აქვე გეტყვით, რომ ურუგვაელმა “იუვეს” მაისურით გოლები “ლაციოს” (2009 წელს), “მილანს” (2012 წელს დუბლი), “ინტერს” (2012 წელს), “აველინოს” (2013 წელს) და  “ნაპოლის” (2012 და 2014 წლებში) გაუტანა.

კასერესი ბენატიას შემცვლელთა შორის გამოკვეთილი ფავორიტია, თუმცა ალტერნატივებიც დასახელდა – ბრუნო ალვეში, ეზეკიელ გარაი, ბრანისლავ ივანოვიჩი, მარტინ შკრტელი და გარი კეჰილი.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …