რომის „ლაციოსთან“ მატჩამდე ორი დღით ადრე „იუვენტუსი“ აგრძელებს მზადებას. გუნდმა დღეს მორიგი საწვრთნელი პროცესი „კონტინასას“ ბაზაზე ჩაატარა. გუნდთან ერთად ნაწილობრივ ივარჯიშა ჟოაუ კანსელუმ, რომელიც ტრავმის შემდეგ დაბრუნდა.
თუმცა, ამ ეტაპზე პორტუგალიელი 100%-ით მზად არაა, ამიტომ, „ლაციოსთან“ დიდი ალბათობით, მის პოზიციაზე ისევ მატია დე შილიო ითამაშებს. ძირითად შემადგენლობაში დაბრუნდება როდრიგო ბენტანკური, ხოლო შეტევის ტრიო სავარაუდოდ, რონალდუსთან და დიბალასთან ერთად დუგლას კოშტათი დაკომპლექტდება.
შეგახსენებთ, რომ „ლაციოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 27 იანვარს გაიმართება.