მთავარი / სიახლეები / ჯანლუკა დი მარციო: კასერესის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა

ჯანლუკა დი მარციო: კასერესის ტრანსფერზე შეთანხმება შედგა

მარტინ კასერესის „იუვენტუსში“ დაბრუნების საკითხი სწრაფად და წარმატებით მიმდინარეობს. ცნობილი იტალიელი ბლოგერის, ჯანლუკა დი მარციოს ცნობით, „იუვე“ და „ლაციო“ უკვე შეთანხმდნენ და სამხრეთ ამერიკელი ტურინში დაბრუნდება. ეს ტრანსფერი „იუვეს“ 600 ათასი ევროს ფარგლებში დაუჯდება.

როგორც ხსენებული წყარო იტყობინება, კასერესის აგენტი უკვე რომში იმყოფება კონტრაქტის გასაფორმებლად.

შეგახსენებთ, რომ კასერესი „იუვენტუსში“ ადრეც თამაშობდა (110 მატჩი, 7 გოლი). 31 წლის ურუგვაელი მეჰდი ბენატიას შემცვლელად განიხილება, რომელიც გუნდს ტოვებს.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …