მთავარი / სიახლეები (გვერდი 688)

სიახლეები

თამამი ნორა “იუვეს” მაისურში დააფიქსირეს

ცნობილი მოდელი ნორა სეგურა პაპარაცებმა „იუვენტუსის“ მაისურით ქუჩაში შენიშნეს, როდესაც ძაღლს ასეირნებდა. ნორა, თამამი ფოტოების გადაღებას არასდროს ერიდებოდა. აღსანიშნავია, რომ მის ცხოვრებასთან ფეხბურთი მუდმივ კავშირშია. ცნობილი ამერიკელი მეკარის, ტიმ ჰოვარდის მეუღლე გახლავთ. ქვემოთ კი, სეგურას რამდენიმე ფოტოს წარმოგიდგენთ…                  

სრულად წაკითხვა »

16.5 მილიონი სტურაროს სანაცვლოდ

ტურინის „იუვენტუსმა“ სტეფანო სტურარო „ჯენოაში“ სრულოფასოვანი კონტრაქტით გაასხვისა. იტალიელი ნახევარმცველი გენუელებმა ზაფხულამდე იჯარით ჯერ კიდევ იანვარში დაიმატეს, მაგრამ ახლა მისი კონტრაქტის უფლებები სრულად გამოისყიდეს. როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, ლიგურიელები „იუვეს“ სტეფანოს სანაცვლოდ 16.5 მილიონ ევროს გადაუხდიან. თანხის დაფარვა მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება. შეგახსენებთ, რომ სტურარო „იუვენტუსმა“ 2014 წელს …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” ხელმძღვანელები დუგლასს გაუბრაზდნენ

ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა დუგლას კოშტას საქციელით უკმაყოფილოა. როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, ბრაზილეილი ფეხბურთელი, რომელსაც ორშაბათს, ტურინი-ტრიესტეს გზაზე ავტოავარია შეემთხვა, იმავე საღამოს პარიზში გაფრინდა და ნეიმარის დაბადების დღეზე მოილხინა. როგორც გამოცემა წერს, „იუვეს“ ბოსებმა ფეხბურთელს უკვე აცნობეს, თავიანთი უკმაყოფილების შესახებ, თუმცა ამჯერად სამხრეთ ამერიკელი დაჯარიმებას გადაურჩა. შეგახსენებთ, რომ კოშტა ამჟამად …

სრულად წაკითხვა »

იტალია “ალიანც სთედიუმზე” ითამაშებს

იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურის მატჩს ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“ ჩაატაებს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს. 11 ივნისს, იტალია „იუვეს“ საშინაო არენაზე ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლებს. „სკუადრა აძურას“ ტურინში აქამდე 38-ჯერ უთამაშია (24 მოგება, 9 ფრე, 5 წაგება). უშუალოდ „ალიანც სთედიუმს“ იტალიას აქამდე ოთხი …

სრულად წაკითხვა »

ხამესის მამა: “ჩემი შვილისთვის “იუვე” კარგი ვარიანტია”

მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ხამესს როდრიგესს ბოლო დროს „იუვენტუსს“ უკავშირებენ და ამ საკითხზე ღიად ისაუბრა ფეხბურთელის მამამ, უილსონ როდრიგესმა. მისი განცხადებით, ხამესისთვის „იუვე“ კარგი ვარიანტია: „ვგრძნობ, რომ ჩემი შვილი ძალიან მშვიდადაა და „ბაიერნში“ ისეთი ბედნიერი აღარაა, როგორც ადრე. იმის გათვალისწინებთ, რას წარმოადგენს ახლა იტალიური ფეხბურთი, ხამესისთვის „იუვენტუსში“ გადასვლა კაგი გადაწყვეტილება იქნება. …

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი მამა მესამედ გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ მცველი ლეონარდო ბონუჩი, რომელიც ამჟამად ტრავმირებულია, მამა გახდა. იტალიელ ფეხბურთელსა და მის მეუღლეს ორი ვაჟის შემდეგ ამჯერად ოჯახში გოგონა შეემატათ. „ჩვენ ხუთნი ვართ! კეთილი იყოს შენი მობრძანება მატილდა“, – დაწერა სოციალურ ქსელში ლეონარდომ. შეგახსენებთ, რომ ლეონარდოსა და მის მეუღლეს, მარტინა მაკარის აქამდე ორი შვილი, ლორენცო და მატეო ჰყავდათ.

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “აქ ძალიან ბედნიერი ვარ და მადლობა გულშემატკივრებს”

კრიშტიანუ რონალდუმ „იუვენტუსის“ ფეხბურთელის რანგში პირველი დაბადების დღე აღნიშნა. ამასთან დაკავშირებით, პორტუგალიელმა JTV-ს ინტერვიუ მისცა და მადლობა გადაიხადა. „მადლობა, ძალიან ბენდიერი ვარ, ჩემს დაბადების დღეს აქ აღვნიშნავ. იტალიაში ყოფნა, აქ ვარჯიში შესანიშნავია. მინდა მადლობა გადავუხადო გულშემატკივრებს მოსალოცი მესიჯებისთვის და მხარდაჭერისთვის. დიდი მადლობა“, – თქვა რონალდუმ. კრიშტიანუმ იტალიაში გატარებულ თვეებზეც გააკეთა …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი დაბრუნდა, დუგლას კოშტას არ უვარჯიშია

ტურინის „იუვენტუსმა“ ორდღიანი პაუზის შემდეგ საწვრთნელი პროცესი განაახლა. დღეს, გუნდთან ერთად სრული დატვირთვით ივარჯიშა ფედერიკო ბერნარდესკიმ, რომელსაც ნეკნის ტრავმა აწუხებდა. შესაბამისად, ფედერიკო „სასუოლოსთან“ დაპირისპირებისთვის მზად იქნება. სამაგიეროდ არ უვარჯიშია დუგლას კოშტას, რომელსაც მუხლის დაზიანება აღენიშნება. ბრაზილიელი გუნდს სავარაუდოდ მომდევნო კვირაში დაუბრუნდება. ასევე არ უვარჯიშია მცირე ტრავმის გამო ლეონარდო სპინაცოლას. ჯორჯო …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” რომეროს თაობაზე შეთანხმებას მიაღწია

ტურინის „იუვენტუსი“ ზაფხულში „ჯენოას“ ცენტრალურ მცველ კრისტიან რომეროს დაიმატებს. Calciomercato-ს ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და არგენტინელი „იუვეს“ ზაფხულში შეუერთდება. გარიგების თანახმად, რომეროს სანაცვლოდ „იუვე“ დაახლოებით 30 მილიონ ევროს გაიღებს. 20 წლის ფეხბურთელი იტალიაში პირველ სეზონს ატარებს და „ჯენოას“ რიგებში ჩატარებულ 16 მატჩში 1 გოლი გაიტანა და 1 საგოლე პასი …

სრულად წაკითხვა »

რონალდუმ “იუვეს” ბიუჯეტი 50 მილიონით შეავსო

კრიშტიანუ რონალდუ, რომელიც „იუვენტუსმა“ 100 მილიონ ევროდ შეიძინა და წელიწადში ხელფასის სახით 30 მილიონს უხდის, გუნდისთვის ფინანსურად მომგებიანი უკვე არის. 34 წლის იუბილარის მოსვლის შემდეგ ტურინელთა შემოსავალი 50 მილიონი ევროთი გაიზარდა. La Repubblica-ს ცნობით, გაიზარდა „იუვეს“ გაყიდული მაისურების რაოდენობა გასულ სეზონთან შედარებით ორმაგად. გარდა ამისა, ასევე იმატა სპონსორებისგან და ბილეთებისგან …

სრულად წაკითხვა »