მთავარი / სიახლეები (გვერდი 686)

სიახლეები

“იუვე” რუგანის კონტრაქტს უხანგრძლივებს

ტურინის „იუვენტუსი“ დანიელე რუგანის უახლოეს დღეებში ახალ კონტრაქტს გაუფორმებს. Sky Sport-ის ინფორმაციით, მხარეები მალე ერთმანეთს შეხვდებიან და შეთანხებაის მიღწევა არ უნდა გაუჭირდეთ. ახალი ხელშეკრულების თანახმად, რუგანი „იუვეში“ 2023 წლის ზაფხულამდე დარჩება და სეზონში 3 მილიონ ევროს მიიღებს. მოქმედი კონტრაქტი კი, დანიელეს 2021 წლის 30 ივნისამდე აკავშირებს. შეგახსენებთ, რომ რუგანი „იუვენტუსმა“ …

სრულად წაკითხვა »

“სასუოლო” – “იუვენტუსი”: ფეხბურთელთა შეფასებები

ტურინის „იუვენტუსმა“ სერია A-ს 23-ე ტურში „სასუოლო“ 3:0 დაამარცხა და ლიდერობა კიდევ უფრო განიმტკიცა. გთავაზობთ ფეხბურთელთა შეფასებებს Calciomercato-ს ვერსიით: შჩესნი 6 – ჯურიჩიჩის ეპიზოდში გამოსვლაზე ბრწყინვალედ ითამაშა, ასევე ლოკატელის დარტყმა კარგად გაანეიტრალა. შემდეგ გარისკა, გამოსვლაზე შეცდა, მაგრამ ბერარდიმ ცარიელ კარში ვერ გაიტანა. დე შილიო 6.5 – ალეგრიმ უპირატესობა მას მიანიჭა, …

სრულად წაკითხვა »

მატუიდი: “კიდევ უფრო მეტი გვინდა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ბლეზ მატუიდიმ „სასუოლოსთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ კომენტარი გააკეთა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ამ გამარჯვებას დიდი მნიშვნელობა ჰქონდა. „პარმასთან“ მატჩის შემდეგ გამარჯვება მნიშვნელოვანი იყო. შაბათს კარგად ვითამაშეთ, მაგრამ დღეს ფუნდამენტური გახლდათ სახლში სამი ქულით დაბრუნება. ბოლომდე ასე უნდა გავაგრძელოთ, კარგ სეზონს ვატარებთ, სერია A-ში კარგად ვთამაშობთ, რაც ჩემპიონთა ლიგისთვის …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუმ გოლი დიბალას მიუძღვნა [ფოტოგალერეა]

კრიშტიანუ რონალდუმ “სასუოლოსთან” შეხვედრაში გოლი გაიტანა და საგოლე პასიც გააკეთა. პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 70-ე წუთზე თავური დარტყმით მოახერხა მეტოქის კარის დალაშქვრა და გოლი პაულო დიბალას მიუძღვნა. კრიშტიანუმ გარდა იმისა, რომ გოლი ჩვეულ სტილში აღნიშნა, თან დიბალასთვის დამახასიათებელი ნიღაბი გამოსახა. ეს დადებითი და მხარდაჭერის ჟესტი იყო არგენტინელი ფეხბურთელისადმი. შეგახსენებთ, რომ “იუვენტუსმა” “სასუოლო” …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “კარგი თამაში ვაჩვენეთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ (3:0) გამარჯვების შემდეგ ისაუბრა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდმა კარგი თამაში ჩაატარა. „სასუოლოს“ თამაში ეფუძნება მოკლე პასებს და ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია საკუთარ ნახევარზე ბურთის კონტროლში. შეხვედრა სარისკოდ დავიწყეთ, მაგრამ 15 წუთის შემდეგ კარგად თამაში დავიწყეთ. გოლი არ გავუშვით და ძალიან ბევრი საგოლე მომენტი შევქმენით. …

სრულად წაკითხვა »

დამაჯერებელი გამარჯვება

ტურინის „იუვენტუსმა“ ორმატჩიანი მოუგებელი სერია (იტალიის თასზე და სერია A-ში) დაასრულა. მასიმილიანო ალეგრის გუნდი „სასუოლოს“ ესტუმრა და შეიძლება ითქვას, დამაჯერებლად მოიგო. ტურინელთათვის შედარებით რთული დასაწყისი გამოდგა, თუმცა შემდეგ მთელი შეხვედრა მათი კარნახით მიმდინარეობდა. ჯორჯო კიელინისა და ლეონარდო ბონუჩის ამჯერადაც არ უთამაშიათ, თუმცა, დაცვის ხაზმა წინა მატჩისგან განსხვავებით უშეცდომოდ ითამაშა. „იუვემ“ …

სრულად წაკითხვა »

ბუფონი: “იუვეში” ბონუჩი და კიელინი შეუცვლელები არიან”

ფრანგული „პარი სენ ჟერმენის“ მეკარე ჯანლუიჯი ბუფონი ჩემპიონთა ლიგის მატჩების წინ კომენტარს აკეთებს. ჯიჯიმ ისაუბრა „მანჩესტერთან“ მატჩზე და განსაკუთრებით პოლ პოგბაზე, რომელსაც ოქრო ბიჭი უწოდა. ამასთან, 41 წლის ლეგენდამ „იუვენტუსზე“ და კერძოდ ლეონარდო ბონუჩისა და ჯორჯო კიელინის ტრავმებზე ისაუბრა. ჯიჯის თქმით, ისინი შეუცვლელი ფეხბურთელები არიან: „ბონუჩი და კიელინი? – ორივე …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსმა” “მანჩესტერის” წინადადება არ მიიღო

„მანჩესტერ იუნაიტედს“ დუგლას კოშტას გადაბირება სურს. როგორც ბრიტანული Sun-ი იტყობინება, „წითელმა ეშმაკებმა“ „იუვენტუსს“ 60-მილიონიანი სინადადებითაც მიმართეს. თუმცა, ტურინულმა მხარემ ხსენებული შეთავაზება უარყო და დუგლას კოშტას 60 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი თქვა. შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტა „იუვეში“ 2017 წლიდან თამაშობს. გასულ ზაფხულს კი, „ბაიერნიდან“ მისი სატრანსფერო უფლებები „ბებერმა სინიორამ“ 40 მილიონ …

სრულად წაკითხვა »

“იუვეს” განაცხადი “სასუოლოსთან”

ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი „სასუოლოსთან“ მატჩისთვის ცნობილია. ალეგრის განკარგულებაში არ იქნებიან ლეონარდო ბონუჩი, დუგლას კოშტა, ხუან კუადრადო და ჯორჯო კიელინი. სამაგიეროდ, გუნდს ხანგრძლივი პაუზის მერე დაუბრუნდა ანდრეა ბარძალი. ყოველშემთხვევაში ვეტერანი მცველი განაცხადში ფიგურირებს. მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი მცველები: დე შილიო, კასერესი, ალექს სანდრო, ბარძალი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, …

სრულად წაკითხვა »

BBC მალე დაბრუნდება

„იუვენტუსის“ ლაზარეთიდან კარგი სიახლეებია. მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ განაცხადა, რომ ლეონაროდ ბონუჩი, ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი მომდევნო კვირაში გუნდთან ერთად იქნებიან. „ტრავმების კუთხით კარგი სიახლეებია კუადრადოს გამოკლებით. შემდეგ კვირაში ბარძალი, ბონუჩი და კიელინი დაგვიბრუნდებიან. ბარძალი თუ „ფროზინონესთან“ მატჩისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, „ატლეტიკოსთან“ ან მადრიდული მატჩის შემდეგ ნამდვილად მზად …

სრულად წაკითხვა »