„მანჩესტერ იუნაიტედს“ დუგლას კოშტას გადაბირება სურს. როგორც ბრიტანული Sun-ი იტყობინება, „წითელმა ეშმაკებმა“ „იუვენტუსს“ 60-მილიონიანი სინადადებითაც მიმართეს.
თუმცა, ტურინულმა მხარემ ხსენებული შეთავაზება უარყო და დუგლას კოშტას 60 მილიონ ევროდ გაყიდვაზე უარი თქვა.
შეგახსენებთ, რომ დუგლას კოშტა „იუვეში“ 2017 წლიდან თამაშობს. გასულ ზაფხულს კი, „ბაიერნიდან“ მისი სატრანსფერო უფლებები „ბებერმა სინიორამ“ 40 მილიონ ევროდ გამოისყიდა.