ტურინის „იუვენტუსის“ განაცხადი „სასუოლოსთან“ მატჩისთვის ცნობილია. ალეგრის განკარგულებაში არ იქნებიან ლეონარდო ბონუჩი, დუგლას კოშტა, ხუან კუადრადო და ჯორჯო კიელინი.
სამაგიეროდ, გუნდს ხანგრძლივი პაუზის მერე დაუბრუნდა ანდრეა ბარძალი. ყოველშემთხვევაში ვეტერანი მცველი განაცხადში ფიგურირებს.
მეკარეები: შჩესნი, პინსოლიო, პერინი
მცველები: დე შილიო, კასერესი, ალექს სანდრო, ბარძალი, კანსელუ, რუგანი, სპინაცოლა
ნახევარმცველები: პიანიჩი, ხედირა, მატუიდი, ემრე ჯანი, ბენტანკური
თავდამსხმელები: რონალდუ, დიბალა, მანჯუკიჩი, კინი, ბერნარდესკი
შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 10 თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.