„იუვენტუსის“ ლაზარეთიდან კარგი სიახლეებია. მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ განაცხადა, რომ ლეონაროდ ბონუჩი, ანდრეა ბარძალი და ჯორჯო კიელინი მომდევნო კვირაში გუნდთან ერთად იქნებიან.
„ტრავმების კუთხით კარგი სიახლეებია კუადრადოს გამოკლებით. შემდეგ კვირაში ბარძალი, ბონუჩი და კიელინი დაგვიბრუნდებიან. ბარძალი თუ „ფროზინონესთან“ მატჩისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, „ატლეტიკოსთან“ ან მადრიდული მატჩის შემდეგ ნამდვილად მზად იქნება“, – თქვა ალეგრიმ.