მთავარი / სიახლეები / ალეგრი: “გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ”

ალეგრი: “გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩამდე პრესკონფერენცია გამართა. იტალიელმა სპეციალისტმა ისაუბრა, როგორც ხვალინდელი მატჩის, ისე გუნდში შექმნილი ვითარების შესახებ.

„სასუოლო“

„სასუოლო“ ხარისხიანი და ენთუზიაზით სავსე გუნდია. თანაც, არ განიცდის სატურნირო ცხრილის ზეწოლას. ჩვენ კი, გამარჯვება უნდა დავიბრუნოთ. ჩემპიონთა ლიგა როდესაც მოვა, მაშინ ვიფიქრებთ, ახლა მხოლოდ სერია A-ზე ვართ კონცენტრირებულნი. მაქასიმალურად მზად უნდა ვიყოთ ფიზიკურად და მენტალურად.

შემადგენლობა

კარში შჩესნი ითამაშებს, ხოლო დაცვის მარჯვენა ფლანგზე შესაძლოა დე შილიო იყოს. ალექს სანდრო, კასერესი და რუგანი კი ძირითადში იქნებიან. კანსელუ კი, ვარირების კარგი საშუალებაა, როგორც დაცვაში, ისე შეტევაში. ჯერ კიდევ არ მაქვს გადაწყვეტილი დიბალა იქნება სასტარტოში თუ ბერნარდესკი: თუ პაულო ითამაშებს, ბენტანკურსა და ემრე ჯანს შორის ერთ-ერთი იქნება მოედანზე.

ტრავმების კუთხით კარგი სიახლეებია კუადრადოს გამოკლებით. შემდეგ კვირაში ბარძალი, ბონუჩი და კიელინი დაგვიბრუნდებიან. ბარძალი თუ „ფროზინონესთან“ მატჩისთვის არ იქნება ხელმისაწვდომი, „ატლეტიკოსთან“ ან მადრიდული მატჩის შემდეგ ნამდვილად მზად იქნება.

ნახევარდაცვა

ხედირა საერთაშორისო დონის ფეხბურთელია და ტრავმის შემდეგ კარგად დაბრუნდა. ბოლო თამაში მაღალ დონეზე ჩაატარა, ორჯერ ძელს მოარტყა ბურთი. კმაყოფილი ვარ მისი ფიზიკური მომზადებითაც. გუნდის მდგომარეობაც კარგია და იზრდება. მატუიდი? კარგადაა, შაბათს კარგი მატჩი ჰქონდა.

კასერესი და კანსელუ

კასერესი შესანიშნავი ფეხბურთელია. თუ საჭირო იქნება, ფლანგზეც შეუძლია თამაში. კანსელუ კი ძალიან გაიზარდა, მაგრამ დაცვაში თამაში ჯერ კიდევ გასაუმჯობესებელი აქვს. როდესაც ბურთი აქვს, ის სხვებისგან განსხვავდება, განსაკუთრებულია.

დიბალას მომენტი

დიბალამ ბოდიში ყველას მოუხადა, მიხვდა, რომ შესაფერისი დამოკიდებულება არ გამოუჩენია. ხელმძღვანელობამ მას 10 ნომერი გადასცა, როდესაც კიელინი არაა, კაპიტანია. მისი პოზიცია მოედანზე? არ შეცვლილა.

დაპირისპირება დე ძერბისთან

ახალგაზრდა და ყოჩაღი მწვრთნელია, რომელსაც დიდი პროგრესი აქვს. მისი გუნდი დაცვაში კარგად თამაშობს და ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული მწვრთნელია ამ მომენტში. „სასუოლო“ მან სხვა სიმაღლეზე აიყვანა, რომელსაც მისი იდეები კარგად მოარგო.

შეგახსენებთ, რომ „სასუოლოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 10 თებერვალს, თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …