ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა დემეტრიო ალბერტინიმ განაცხადა, რომ „იუვენტუსის“ თამაშის ხარისხი ბოლო დროს ბევრ კითხვას აჩენს. Gazzetta Dello Sport-თან ინტერვიუში ალბერტინიმ აღნიშნა, რომ „ატლეტიკო“ ტურინელთათვის ყველაზე არასასურველი მეტოქეა.
„ატლეტიკო“ ყველაზე ცუდი გუნდი იყო, რომელიც „იუვეს“ შეიძლებოდა შეხვედროდა ყველაზე უარეს მომენტში. „იუვენტუსის“ მიმართ არასდროს ყოფილა ასეთი ეჭვები. ხვდება დაცვაში ძალიან ორგანიზებულ გუნდს, რომელმაც იცის ბურთით თამაში, როგორც ყველა ესპანურმა გუნდმა. თუმცა, „იუვე“ ძლიერია, ვუსურვებ, რომ მადრიდში კიელინით და ბონუჩით და ნაკლები ეჭვებით ითამაშოს“, – განაცხად ალბერტინიმ.
შეგახსენებთ, რომ „ატლეტიკოსა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრა 20 თებერვალს გაიმართება.