იტალიის ეროვნული ნაკრები ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ციკლის მეოთხე ტურის მატჩს ტურინში, „ალიანც სთედიუმზე“ ჩაატაებს. აღნიშნულ ინფორმაციას იტალიის ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდი ავრცელებს.
11 ივნისს, იტალია „იუვეს“ საშინაო არენაზე ბოსნიის ნაკრებს უმასპინძლებს. „სკუადრა აძურას“ ტურინში აქამდე 38-ჯერ უთამაშია (24 მოგება, 9 ფრე, 5 წაგება). უშუალოდ „ალიანც სთედიუმს“ იტალიას აქამდე ოთხი მატჩი აქვს ჩატარებული და არ დამარცხებულა.
გამარჯვება ჩეხეთთან (2:1) და სამი ფრე (ინგლისთან, ესპანეთთან და ჰოლანდიასთან). აქვე გეტყვით, რომ რობერტო მანჩინის გუნდი 23 მარტს უდინეში ფინეთს, ხოლო სამი დღის შემდეგ პარმაში საბერძნეთს უმასპინძლებს.