ტურინის „იუვენტუსის“ ხელმძღვანელობა დუგლას კოშტას საქციელით უკმაყოფილოა. როგორც Gazzetta Dello Sport-ი წერს, ბრაზილეილი ფეხბურთელი, რომელსაც ორშაბათს, ტურინი-ტრიესტეს გზაზე ავტოავარია შეემთხვა, იმავე საღამოს პარიზში გაფრინდა და ნეიმარის დაბადების დღეზე მოილხინა.
როგორც გამოცემა წერს, „იუვეს“ ბოსებმა ფეხბურთელს უკვე აცნობეს, თავიანთი უკმაყოფილების შესახებ, თუმცა ამჯერად სამხრეთ ამერიკელი დაჯარიმებას გადაურჩა.
შეგახსენებთ, რომ კოშტა ამჟამად ტრავმირებულია და იტალიური მედიის ცნობით 7-დან 10 დღემდე გაუცდება.