ტურინის „იუვენტუსმა“ სტეფანო სტურარო „ჯენოაში“ სრულოფასოვანი კონტრაქტით გაასხვისა. იტალიელი ნახევარმცველი გენუელებმა ზაფხულამდე იჯარით ჯერ კიდევ იანვარში დაიმატეს, მაგრამ ახლა მისი კონტრაქტის უფლებები სრულად გამოისყიდეს.
როგორც „იუვეს“ ვებგვერდი იტყობინება, ლიგურიელები „იუვეს“ სტეფანოს სანაცვლოდ 16.5 მილიონ ევროს გადაუხდიან. თანხის დაფარვა მომდევნო 4 წლის განმავლობაში ეტაპობრივად მოხდება.
შეგახსენებთ, რომ სტურარო „იუვენტუსმა“ 2014 წელს სწორედ „ჯენოადან“ შეიძინა, ხოლო მიმდინარე სეზონის პირველი ნახევარი „სპორტინგში“ ჰყავდა განათხოვრებული.