მთავარი / სიახლეები (გვერდი 641)

სიახლეები

პარატიჩი სეზონზე და სამომავლო გეგმებზე

ტურინის „იუვენტუსის“ სპორტულმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ „ფიორენტინასთან“ (2:1) მატჩისა და სკუდეტოს გაფორმების შემდეგ ისაუბრა. ფაბიო შეეხო როგორც მასიმილიანო ალეგრის, ისე ფედერიკო კიეზას საკითხს, რომელიც ტურინულმა პუბლიკამ აპლოდისმენტებით გააცილა მინდვრიდან. „ალეგრის მომავალი? ჩვენ ვსაუბრობთ, როდესაც ერთმანეთს ვხვდებით, მაგრამ დღეს არაა შესაფერისი დღე ამაზე სალაპარაკოდ. მინდა ყველას კომპოლიმენტი ვუთხრა, ვინც „იუვენტუსში“ მუშაობს, …

სრულად წაკითხვა »

კრიშტიანუ: „ვამაყობ და ეს მხოლოდ დასაწყისია!“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სკუდეტოს მოგების შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც ეს წერილი დაურთო: „იტალიის ჩემპიონები! ვამაყობ, რომ ამ განსაკუთრებული გუნდის ისტორიის დაწერაში ჩემი წვლილიც შევიტანე, რომელმაც მტკიცე მხარდაჭერა გამომიცხადა და სადაც სიამაყით ვთამაშობ. ბედნიერი ვარ. რთულ ჩემპიონატში ვდომინირებდით, ყველა ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ძლიერი, საოცარი ჯგუფი ვართ და …

სრულად წაკითხვა »

ბერნარდესკი: “სკუდეტოს მოგება ბანალური არასდროსაა”

ტურინის „იუვენტუსის“ ნახევარმცველმა ფედერიკო ბერნარდესკიმ „ფიორენტინასთან“ თამაშის შემდეგ ისაუბრა და განაცხადა, რომ სკუდეტოს მოგება ბანალური არასდროსაა. „ეს დიდი დღესასწაულის დღეა, სკუდეტოს მოგება არასდროსაა ბანალური, განსაკუთრებული რამეა. ჩვენ შესანიშნავი გუნდი გვყავს და ამას ვამტკიცებთ“, – თქვა ბერნარდესკიმ. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ ზედიზედ მერვედ მოიპოვა სკუდეტო.

სრულად წაკითხვა »

ბონუჩი: “ეს სკუდეტო უნიკალურია”

ტურინის „იუვენტუსის“ მცველმა ლეონარდო ბონუჩიმ იტალიის ჩემპიონის ტიტულის მოგების შემდეგ კომენტარი გააკეთა. „დღესასწაულის დიდი სურვილი გვქონდა მოედანზე განრისხებულნი გავედით. ეს სკუდეტო რაღაც უნიკალურია, შარშან ერთი რთული წელი მქონდა, ჩვენ კიდევ უფრო განვითარდით ამ შესანიშნავ ხელმძღვანელობასთან და ჯგუფთან ერთად. ახლა კი ამ გამარჯვებით უნდა დავტკბეთ“, – თქვა ბონუჩიმ. შეგახსენებთ, რომ „იუვენტუსმა“ …

სრულად წაკითხვა »

კიელინი: “იუვენტუსი” ჩემთვის ოჯახია”

ტურინის „იუვენტუსის“ კაპიტანი ჯორჯო კიელინი ანდრეა ბარძალისთან ერთად გამორჩეულია – მათ ზედიზედ რვაჯერ მოიგეს სკუდეტოს. ჯორჯომ ამის შესახებ ისაუბრა: „ჩემთვის „იუვენტუსი“ ოჯახია და როდესაც არ ვთამაშობ, ვბრაზდები. ვზეიმობთ დამსახურებულად მოგებულ სკუდეტოს. არ შეგვიძლია უარვყოთ ისტორიის ის მნიშვნელოვანი გვერდები, რომელსაც ვწერთ. უნდა ვიამაყოთ და ასე გავაგრძელოთ, დიდი ამბიციებით განვითარება შესაძლებელია. ივლისიდან …

სრულად წაკითხვა »

ალეგრი: “ძალიან კმაყოფილი ვარ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „ფიორენტინასთან“ გამარჯვების და იტალიის ჩემპიონობის შემდეგ კომენტარი გააკეთა. იტალიელი სპეციალისტის განცხადებით, გუნდმა მნიშვნელოვან შედეგს მიაღწია. „ძალიან კმაყოფილი ვარ, მნიშვნელოვანი მიღწევაა. მერვე სკუდეტო ხუთი ტურით ადრე მოვიგეთ და ეს ნიშნავს იმას, თუ რამდენად კარგად ვიმუშავეთ. გასულ წლებში უფრო მეტად გვემუქრებოდა გარკვეული საფრთხეები, მაგრამ წელს ასე …

სრულად წაკითხვა »

რონალდუ: “1000%-ით ვრჩები”

ტურინის „იუვენტუსმა“ ფლორენციის „ფიორენტინა“ (2:1) დაამარცხა და იტალიის ჩემპიონი სეზონის დასრულებამდე 5 ტურით ადრე გახდა. მატჩის დასრულების შემდეგ კომენტარი კრიშტიანუ რონალდუმ გააკეთა, რომელმაც კარიერიაში პირველი სკუდეტო მოიგო. „ნამდვილად ბედნიერი ვარ იტალიის ჩემპიონის ტიტული პირველივე სეზონში მოვიპოვე. ეს იყო შესანიშნავი სეზონი ამ „იუვენტუსისთვის“, გარდა ამისა, სუპერთასიც მოვიგეთ. რა თქმა უნდა, ჩემპიონთა …

სრულად წაკითხვა »

#W8NDERFUL!

ახლა უკვე ოფიციალურად – „იუვენტუსი“ იტალიის ჩემპიონია. „ბებერმა ქალბატონმა“ სკუდეტო ზედიზედ მერვედ მოიგო და ახლა ჰეშთეგიც გაჩნდა: #W8NDERFUL! „იუვეს“ მეტოქე 33-ე ტურში ფლორენციის „ფიორენტინა“ იყო, რომელიც ძალიან სწრაფად, მე-6 წუთზე მილენკოვიჩის გოლით დაწინაურდა. ამ ეპიზოდში იაქტიურა ფედერიკო კიეზამ, რომელმაც გამჭოლი გადაცემა გააკეთა და ვოიცეხ შჩესნიმ დამაჯერებლად ვერ ითამაშა – 0:1. …

სრულად წაკითხვა »

“იუვენტუსის” ქალთა გუნდი იტალიის ჩემპიონი გახდა

ტურინის „იუვენტუსის“ ქალთა გუნდი იტალიის 2018-2019 წლების სეზონის ჩემპიონია. ქალთა სერია A-ს ბოლო ტურში ჩემპიონობის შანსს სამი გუნდი ინარჩუნებდა. „იუვეს“ 53, „ფიორენტინას“ 52, ხოლო „მილანს“ 51 ქულა ჰქონდა. დღეს გამართულ 22-ე და ბოლო ტურში „ფიორენტინამ“ „რომას“ უმასპინძლა, ხოლო „იუვენტუსმა“ – „ვერონას“. ფლორენციელებმა თავიანთი მატჩი 2:1 მოიგეს, მაგრამ ყველაფერი მაინც „იუვენტუსის“ …

სრულად წაკითხვა »

ანტონიონი: “იუვე” ურთულეს მეტოქესთან დამარცხდა”

ფლორენციის „ფიორენტინას“ ლეგენდარულმა ფეხბურთელმა ჯანკარლო ანტონიონიმ „იუვენტუსისა“ და „ფიორენტინას“ მატჩის წინ ისაუბრა და ტურინელთა შესახებ კომენტარი გააკეთა. მსოფლიოს 1982 წლის ჩემპიონის განცხადებით, „იუვეს“ „აიაქსის“ სახით ურთულესი მეტოქე ჰყავდა. „ჩემპიონთა ლიგაზე „იუვენტუსს“ ურთულესი მეტოქე ჰყავდა, რომელიც არაპროგნოზირებადია. „აიაქსი“ ახალგაზრდული გუნდია, სავსე ნიჭით, როგორიც 70-იან, 80-იან წლებში ჰყავდა. ამსტერდამელთა ბევრი ფეხბურთელი ჩვენს …

სრულად წაკითხვა »