მთავარი / სიახლეები / კრიშტიანუ: „ვამაყობ და ეს მხოლოდ დასაწყისია!“

კრიშტიანუ: „ვამაყობ და ეს მხოლოდ დასაწყისია!“

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ სკუდეტოს მოგების შემდეგ სოციალურ ქსელში ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც ეს წერილი დაურთო:

„იტალიის ჩემპიონები! ვამაყობ, რომ ამ განსაკუთრებული გუნდის ისტორიის დაწერაში ჩემი წვლილიც შევიტანე, რომელმაც მტკიცე მხარდაჭერა გამომიცხადა და სადაც სიამაყით ვთამაშობ. ბედნიერი ვარ. რთულ ჩემპიონატში ვდომინირებდით, ყველა ერთად ვიბრძოდით. ჩვენ ძლიერი, საოცარი ჯგუფი ვართ და ეს მხოლოდ დასაწყისია! დიდებული „იუვე“, – დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს სერია A-ში ჩატარებულ 27 მატჩში 19 გოლი აქვს გატანილი, ხოლო ყველა ტურნირის ჩათვლით შავ-თეთრი მაისურით 26 გოლი გაიტანა.

შემთხვევითი სიახლე

ალეგრი: “ფაჯოლი არ არის დამნაშავე, ყველანი დამნაშავეები ვართ”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მარცხის (0:1) შემდეგ კომენტარი გააკეთა. როგორც მან განაცხადა, …

ალეგრი: “სოუზას კომენტარს პატივისცემა აკლდა”

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა მასიმილიანო ალეგრიმ „სასუოლოსთან“ მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა. როგორც იტალიელმა სპეციალისტმა აღნიშნა, …